კვლევები ხელის დაბანის მიღმა

სანიტარიისა და ჰიგიენის გადამწყვეტი როლი ჯანმრთელობისათვის

 

5 წლამდე ასაკის 200 მიიონზე მეტი ბავშვი ვერ აღწევს სრულყოფილ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას სიღარიბის, ჯანმრთელობის პრობლემების, ცუდი კვებისა და არასწორი მოვლის გამო.

                                                        Sally Grantham-McGregor and colleagues, Lancet 369:60 2007.

მთელ მსოფლიოში, ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევი ორი მთავარი მიზეზის, დიარეისა და პნევმონიის თავიდან აცილება ხელების დაბანით არის შესაძლებელი.

 

სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა ბავშვების ჯანმრთელობის აუცილებელი წინაპირობაა

დაუბანელი ხელებით მრავალი დაავადება გადადის. მსოფლიოში, ყოველწლიურად 5 წლის ქვემო ასაკის 3.5 მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება დიარეისა და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების გამო. დადგენილია, რომ ბავშვებში, დიარეისა და სხვა დაავადებების მაღალი რისკი დაკავშირებულია სანიტარულ-ჰიგიენური წესების არასათანადო დაცვასთან, ასევე უვარგისი წყლის გამოყენებასთან. კვლევებით დადასტურდა, რომ ჰიგიენური საკითხების სათანადო ცოდნა (განათლება) ხელს უწყობს დიარეით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირებას.

2005 -2007 წლებში დაავადებათა კონტროლისა და პრევენეციის ცენტრის (CDC) მიერ შესწავლილი იქნა ბავშვებში ჰიგიენური პირობების გავლენა ისეთი დაავადებების განვითარებაზე/გავრცელებაზე, როგორიცაა დიარეა, მწვავე რესპირატორული ინფექციები (პნევმონია/ფილტვების ანთება) და იმპეტიგო (სტრეპტოკოკებით და სტაფილოკოკებით გამოწვეული კანის მწვავე ანთებითი დაავადება).

ორივე კვლევის დროს რანდომული პრინციპით შეირჩა უბნები, სადაც მოსახლეობა ჩართული იქნა ხელის საპნით დაბანის ხელშეწყობის პროგრამაში და საკონტროლო უბნები, სადაც მოსახლეობაში მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მოხდა. პროგრამაში ჩართულ მოსახლეობას აშშ-ში 9 თვის, ხოლო პაკისტანში 1 წლის მანძილზე მიეწოდებოდათ საპონი (გამოყენებული იქნა ანტიბაქტერიული საპონი 1.2%-იანი ტრიქლორკარბანით და ჩვეულებრივი საპონი), უტარდებოდათ საგანმანათლებლო მუშაობა და გროვდებოდა ინფორმაცია ბავშვებში გამოვლენილი დაავდებების შესახებ. საკონტროლო ჯგუფში მოსახლეობას არ იღებდა არც საპონს და არც საგანმანათლებლო  ინტერვენციები უტარდებოდათ.

2007 წელს განხორციელებული კვლევით დადგინდა, რომ პირველ ჯგუფში - 6 თვიდან 2 წლის ასაკამდე ბავშვებში (ბავშვთა განვითარების კრიტიკული ასაკი), დიარეის შემთხვევების რაოდენობა 50%-ჯერ  ნაკლები იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ხოლო 2005 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 5 წლის ქვემო ასაკის ბავშვებში, იმ კომლებიდან სადაც მოიხმარდნენ ჩვეულებრივ საპონს და სადაც განხორციელდა ხელის დაბანის ხელშეწყობის ინტერვენციები, პნევმონიის ახალი შემთხვევების რაოდენობა (ინციდენტობა) 50%-ჯერ უფრო დაბალი იყო კონტროლის ჯგუფთან შედარებით  (95% CI (-65% to -34%). ასევე, 15 წლის ქვემო ასაკის ბავშვებში, ამავე კომლებიდან 53%-ჯერ დაბალი იყო დიარეის (-65% to -41%) და 34%-ჯერ დაბალი  იმპეტიგოს (-52% to -16%) ინციდენტობა კონტროლ ჯგუფთან შედარებით. აღსანიშნავია რომ 2004 წლის კვლევით არ გამოვლინდა განსხვავება დააადებების გავრცელების კუთხით იმ კომლებში, რომლებიც მოიხმარდნენ ჩვეულებრივ და ანტიბაქტერიულ საპონს.

 

რა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე  „ხელების დაბანა“?

ადრეულ ასაკში მძიმე დიარეა და ნაწლავური პარაზიტები აფერხებენ ბავშვის განვითარებას. თუმცა ხელების დაბანით საკვების მიღების წინ და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ მცირდება მიკრობებით ინფიცირების რისკი და შესაბამისად კლებულობს რიგი დაავადებებისა და ქრონიკული ანთებების განვითარების შანსიც. შედეგად, ორგანიზმი საკვებს სრულფასოვნად ითვისებს, მეტი ენერგია გამოიყოფა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის და ავადმყოფობის გამო იშვიათია სკოლის გაცდენის შემთხევევებიც.

2007 წლის კვლევაში მონაწილე ბავშვებზე დაკვირვება 2009 წელსაც განხორციელდა. დაკვირვებამ ცხადყო, რომ პირველი ჯგუფის ბავშვები (ამ დროისათვის უკვე 5-7 წლის ასაკის) არამარტო ნაკლებად ავადდებოდნენ დიარეით, არამედ განვითარების შეფასების დეტალური კვლევით მათ გაცილებით უკეთესი შედეგები ჰქონდათ. აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ხელების დაბანის“ ხელშეწყობა ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა.

 

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები

იმისათვის, რომ მოყვანილი კვლევის შედეგები გამოყენებული იქნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია მტკიცე პარტნიორობა  და თანამშრომლობა.  

2012 წელს, CDC-მ, ეს მონაცემები პედიატრიული სამეცნიერო აკადემიასთან შეხვედრაზე (6000 პედიატრი ესწრებოდა), და ასევე „ხელების საპნით დაბანის“   ხელშეწყობაში ჩართულ კერძო წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წარადგინა.  

 

სირთულე? 

გავიმეოროთ ეს შედეგები სხვა პირობებშიც და გავიგოთ რატომ აქვს ასეთი დადებითი ეფექტი ხელების დაბანას ბავშვის ჯანმრთელობაზე.

 

რა არის საჭირო?

აუცილებელია სარწმუნო მონაცემები, რათა უკეთესად გავიგოთ, თუ რატომ მოქმედებს ბავშვის განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ხელების დაბანა; კერძოდ, ის განპირობრბულია მიკრობებითან კონტაკტის შემცირებით, თუ მშობელისა და შვილის ურთიერთობის გახშირებით, თუ ორივე მიზეზის გამო. თუმცა, მანამ გვექნებოდეს ზუსტი პასუხი კითხვაზე ნათელია, რომ ხელების დაბანის ადვოკატირებამ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შესაძლებელია დიდი სარგებლი მოუტანოს.

 

 საპონი + წყალი = ჯანმრთელობას და დაავადებების პრევენციას ბავშვებში

 

„არ შეიძლება არსებობდეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე მომუშავე/ მზრუნავ პირებისათვის იმაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, ვიდრე ის რომ ბავშვის სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ჩარევას მოაქვს უდიდესი წარმატება როგორც ინდივიდების ასევე მთლიანად საზოგადოებისათვის.

The Lancet, 378:1276, 2011

 

ბავშვები, რომლებიც ჯანმრთელობის ხელშეწყობის, კერძოდ კი „ხელების დაბანის“ პროგრამაში არიან ჩართული,სხვა ბავშვებთან შედარებით ექვსი თვით ადრე აღწევენ განვითარების სასურველ დონეს.

 

მათ სხვადასხვა სახის განვითარების შეფასებისას უკეთესი  შედეგები მიიღეს:

კოგნიტიური (ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, მეტყველებისა და კომუნიკაციის გარდა) - მაგ: რთულ სურათზე დაფარული ელემენტის პოვნა, ისტორიიდან ფაქტების გახსენება, წიგნიდან სტრიქონების დამახსოვრება, ასევე სატელევიზიო შოუებისა და სიმღერების გახსენება და ა.შ.

კავშირი (რამდენად ეფექტურად ღებულობს ბავშვი ინფორმაციას): მაგალითები გულისხმობს ვინ და რა კითხვებზე პასუხების გაცემას, ფოტოს აღწერას სიტყვებით, ოჯახის წევრებისა და შინაური ცხოველების ჩამოთვლას და ა.შ.  

მოტორული (სხეულის დიდი და პატარა კუნთების კონტროლისა და გამოყენების უნარი) - მაგ:   ბურთის სროლა, ცალ ფეხზე ხტუნვა და კუბების აწყობა.

პირადი (პერსონალური)-სოციალური (უნარები, რომელთა საშუალებითაც ბავშვს შეუძლია მის თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა, თვითშეფასებისა და მისი სოციალური როლის შეფასების უნარი) - მაგ: სათამაშოების ერთობლივი (საზიარო) გამოყენება, ემოციისა და  სიამაყის გამოხატვა მიღწევის გამო.

ადაპტური (ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობა და ოთხი ზემოთ ჩამოთვლილი უნარი) - მაგ: ჭურჭლის გამოყენების, დამოუკიდებლად ჩაცმის, ხელების დაბანისა და ცხვირის მოწმენდის უნარი.

 

აუცილებელია ოჯახებისა და საზოგადოების  განათლება „ხელების დაბანის“ კუთხით, რათა მივიღოთ ჯანმრთელი თაობები.

  

წყარო: http://www.cdc.gov/healthywater/pdf/hygiene/ChildDevelopment508c.pdf

 

 

 

      

 ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო