სტატისტიკური ცნობარი

სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოველწლიური გამოცემაა, რომელშიც წარმოდგენილია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ჯანდაცვის რესურსების ამსახველი ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები. ცნობარი გამოიცემა 1996 წლიდან. მონაცემები წარმოდგენილია ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მე-10 გადახედვის შესაბამისად.

მაჩვენებლების გამოსათვლელად გამოყენებულია გაეროს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული მეთოდოლოგიები, რაც განაპირობებს საქართველოს მაჩვენებლების შედარებადობას სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან.

ცნობარში წარმოდგენილია ათასწლეულის განვითარების საქართველოს მიზნები და ინდიკატორები, განხილულია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები და მონაცემები და მაჩვენებლები გადამდები და არაგადამდები დაავადებების კლასების მიხედვით: ინფექციური და პარაზიტული, ონკოლოგიური, სისხლის მიმოქცევის სისტემის, ენდოკრინული, სუნთქვის ორგანოთა, შარდსასქესო სისტემის, ფსიქიური და ქცევითი აშლილობები და სხვა.