ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები

ცენტრის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და დაავადებათა პროფილაქტიკისკენ მიმართული პროგრამების განხორციელებით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება; იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს გადამდებ და ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციას. მათი ადრეული გამოვლენა უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, საზოგადოების დაცულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, სახელმწიფო დანახარჯების ოპტიმიზაციას.

ცენტრი ახორციელებს 9 სახელმწიფო პროგრამას:  დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი; იმუნიზაცია; ეპიდზედამხედველობა; უსაფრთხო სისხლი; პროფესიულ დაავადებათა პრევენცია; ტუბერკულოზის მართვა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; აივ-ინფექცია/შიდსი; ჯანმრთელობის ხელშეწყობა.