იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე 27.02.2015

2015 წლის 27 თებერვალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის, იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირის, პედიატრ–რევმატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯენმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე:

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე

შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის, იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირის, პედიატრ–რევმატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

ყოველი წლის თებერვალში, მსოფლიოს მასშტაბით, აღინიშნება იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე. ბოლო რამდენიმე წელია ამ დღეს საქართველოც უერთდება.

პრესკონფერენციაზე მედია გაეცნო იშვიათი დაავადებების კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშს.

პრესკონფერენციის მიზანი იყო არსებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, სტრუქტურათა კოლაბორაციისა და ჩართულობის ხარისხის შეფასება და მომავალი სტრატეგიების განსაზღვრა.

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე დასრულდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პაციენტთა ორგანიზაციების, სამედიცინო წრეებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების შეხვედრით.

ღონისძიებათა შესახებ ანგარიში განთავსდება იშვიათ დაავადებათა წამყვანი ევროპული ორგანიზაციების ვებ–გვერდებზე.

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

იშვიათი დაავადებები