ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროგრამის მისია ცენტრში 9-12.03.2015

2015 წელს 9-12 მარტს საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს საკონსულტაციო მისია ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებზე იმუშავებს.

მისიის შემადგენლობაში შედიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის, ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოს და ხორვატიის ნაციონალური მიკრობიოლიური ლაბორატორიის სპეციალისტები.

9 მარტს რიჩარდ გ.ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში დაგეგმილია ლაბორატორიული სემინარის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის კლინიკების და რეგიონული მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების სპეციალისტები.

10–11 მარტს განხორციელდება  ქ. თბილისის რამდენიმე კლინიკის შეფასება ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე ეპიდზედამხედველობის გაძლიერების და პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმის მიზნით. ჯანმო-ს ექსპერტები ქართველ სპეციალისტებთან ერთად ასევე განიხილავენ CAESAR და EUCAST საერთაშორისო ლაბორატორიული სახელმძღვანელოების დანერგვის პროგრესს და მოსალოდნელია შემდგომი რეკომენდაციების შემუშავება.

 

იხილეთ ფოტოალბომი