სემინარი - არაპირდაპირი ფლუორესცენციის მეთოდი, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალება 9-10.03.2015

2015 წლის 9–10 მარტს, თბილისში, სასტუმროში Holiday Inn ქართულ–გერმანული პროექტის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება (GIZ) ორგანიზებით, მიმდინარეობს პრაქტიკული სემინარი-თემაზე

არაპირდაპირი ფლუორესცენციის მეთოდი, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალება

სემინარს დაესწრებიან ბუნდესვერის მიკრობიოლოგის ინსტიტუტის ხელმძღვანელი – პროფესორი ლოთარ ცოლერი, სამედიცინო ბიოდაცვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დოქტორი რომან ვოლფელი, დოქტორი გერჰარდ დობლერი, EUROIMMUN-ის წარმომადგენლები, გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები და სამხედრო ატაშე. ასევე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

10 მარტს დაგეგმილია ბუნდესვერის მიკრობიოლოგის ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტი რ. ლუგარის სახ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტს შორის მიმდინარეობს ერთობლივი სამწლიანი პროექტი “ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკური ქსელის შექმნა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში”, რომელიც არის ნაწილი პროექტისა „ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გერმანიის პარტნიორული პროგრამა“, რომელიც თავის მხრივ არის პროექტის „გლობალური ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდაჭრა“ ნაწილი.

პროექტი ფოკუსირდება ისეთ ასპექტებზე როგორებიცაა: ბიოუსაფრთხოება და ბიოდაცვა, ბიოუსაფრთხოების საკითხების ცნობიერება, ჯანმრთელობის მართვის ქსელის შექმნა, პათოგენთა დეტექცია და დიაგნოსტიკა, ზედამხედველობა.

პროექტი დაიწყო 2013 წლის სექტემბერს და გაგრძელდება 2016 წლის ოქტომბრამდე.

 

იხილეთ ფოტოალბომი