ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 11.03.2015

2015 წლის 11 მარტს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და სსიპ ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას ბიოლოგიის, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამეცნიერო-საექსპერტო და საგანმანათლებლო პოტენციალის გაზრდის და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით.

 

იხილეთ ფოტოალბომი