შეხვედრა ცენტრში 12.03.2015

2015 წლის 12 მარტს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ქ.თბილისის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და სამედიცინო პერსონალთან.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, ქ.თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის წარმომადგენლებმა და დონორმა ორგანიზაციებმა.
შეხვედრის მიზანი იყო 2014 წლის აცრებით მოცვის მაჩვენებლების მიმოხილვა, არსებული პრობლემების განსაზღვრა და სამომავლო გეგმების დასახვა.

იხილეთ ფოტოალბომი