მითი და სინამდვილე მარილთან დაკავშირებით

მითი 1: ჩემს ულუფას დამატებით მარილს არ ვამატებ, ამდენად, მარილის ჭარბ რაოდენობას არ მოვიხმარ.

სინამდვილე: მოხმარებული მარილის თითქმის 75%-ს ადამიანები  იმ პროდუქტებიდან ღებულობენ, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევენ, როგორიცაა პური, ყველი და სხვა მზა პროდუქტები, ასე რომ, ადამინების უმრავლესობა მარილის ჭარბ რაოდენობას მოიხმარს გაცნობიერების გარეშე.

მითი 2: რადგან მაღალი არტერიული წნევა არ მაწუხებს, მარილის მოხმარების შეზღუდვა არ მჭირდება.

სინამდვილე: არტერიული წნევის დონე ასაკთან ერთად მატულობს და ზრდის დაავადების განვითარების რისკს, თუ ადამიანები ნაკლებ მარილს მოიხმარენ, ასაკის მატებასთან ერთად დაავადების რისკი ნაკლები იქნება.

მითი 3: მხოლოდ ზღვის მარილს მოვიხმარ, რომელიც ნაკლებად საზიანოა.

სინამდვილე: ზღვის და სუფრის მარილში ნატიუმის ქლორიდის შემცველობა თითქმის თანაბარია, ამდენად, ორივე მათგანი ჭარბი მოხმარებისას თანაბარ ზიანს აყენებს მოსახლეობას.

მითი 4: თუ პროდუქტი მარილიანია, ეს ადვილი შესამჩნევია.

სინამდვილე: მრავალი პროდუქტი „დაფარულ“ მარილს შეიცავს - საკვებად გამოყენებისას მარილიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა მარილს ჭარბად შეიცავს.

მითი 5: უმარილო სადილი უგემურია.

სინამდვილე: მარილის მოხმარების შეზღუდვიდან 3 კვირაში გემოვნებითი რეცეპტორები უფრო მგრძნობიარე ხდებიან, ასე რომ ნაკლები მარილით იგივე არომატს გრძნობს ადამიანი.

მითი 6: მჭირდება მარილის ჭარბი რაოდენობა, რადგან ფიზიკურად აქტიური ვარ და ოფლთან ერთად დიდი რაოდენობით მარილს ვკარგავ.

სინამდვილე:  გახსოვდეთ, ოფლთან ერთად უმნიშვნელო რაოდენობით მარილი გამოიყოფა და რადგანაც ადამიანები მას ისედაც ჭარბად მოიხმარენ, ფიზიკურად აქტიურებს დამატებითი დოზების მიღება არ სჭირდებათ.