2015, 24 მარტი, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

2015 წლის მთავარი გზავნილი: გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი

(Reach, Treat, Cure Everyone: main messaging)

2015, 24 მარტი, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე: გავზარდოთ წვდომა 3 მილიონზე: გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი.

24 მარტს, ყოველწლიურად აღინიშნება ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (WTBD).

ტუბერკულოზი დღეს ისევ  წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთერთ წამყვან პრობლემას მსოფლიოში: 9 მილიონიანი ახალი შემთხვევით და 1.5 მილიონი სიკვდილობით წელიწადში. ამ დღის აღნიშვნის მიზანია: მოხდეს პოლიტიკური და სოციალური ვალდებულებების მობილიზაცია, ტუბერკულოზის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ტვირთის აღმოსაფხვრელად.

ყოველწლიურად 9 000 000 ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 3 მილიონი ვერ ღებულობს მათთვის საჭირო მომსახურებას: დაგვეხმარეთ, წვდომა გავზარდოთ მათზე (HELP US TO REACH THAM).

2015 წლის, 24 მარტი, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ შეახსენებს  ყველას, ვისაც გააჩნია ვალდებულებები: არავინ არ დარჩეს დავიწყებული და მიტოვებული ტუბერკულოზთან ბრძოლაში, უნდა მოინახოს ყველას მკურნალობის გზები და საშუალებები, რათა 2035 წლისათვის დაგეგმილ ტუბერკულოზის  ლიკვიდაციაში მიღწეული იქნეს სერიოზული პროგრესი.

                                                                  
ტუბერკულოზთან  ბრძოლა არის სასწრაფოდ გადაუდებელი და გლობალური მსოფლიოს მაშტაბით, გამოსასწორებელია ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები, საჭიროა სტაბილური და პროგნოზირებული ფინანსები, პოლიტიკური ჩართულობა და მხარდაჭერა. ამისათვის თითოეულმა ქვეყანამ უნდა მონახოს საკუთარი რესურსები და გაზარდოს  შიდა დაფინანსება.  თემების, დაზარალებულთა და სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობით ტუბერკულოზთან ბრძოლა უფრო ეფექტური იქნება.

იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ხდება  ტუბერკულოზის დიაგნოსტირება, მკურნალობა ან განკურნება, ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე 24 მარტი, ჯანდაცვის სამინისტროებისათვის უნდა გახდეს  სიგნალი და გაფრთხილება რეგიონალურ და ნაციონალურ დონეზე.  ეს არის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობის შანსი, რათა გაუმჯობესდეს მათი ამჟამინდელი პროგრამების ხარისხი, რათა ტუბერკულოზის დიაგნოსტირება, მკურნალობა და  სრული განკურნება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

საქართველოში  2014 წელს დარეგისტრირდა ტუბერკულოზის 3839 შემთხვევა.  დაავადების გავრცელება 100 000 მოსახლეზე შეადგენს 86-ს, ხოლო ავადობა 63-ს. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ხვედრითმა წილმა ახალ შემთხვევებს შორის შეადგინა 11%, ხოლო ნამკურნალებ შემთხვევებს შორის - 38%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება 17-ჯერ აღემატება სამოქალაქო სექტორში იგივე მაჩვენებელს. ხშირია აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის დაავადებათა ერთობლივი არსებობა. ტუბერკულოზით დაავადებულთა შორის აივ-ის გავრცელება 2,1 %-ს შეადგენს, ხოლო მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს შორის აივ-ის გავრცელება 5,3%-ს აღწევს.

 

http://www.stoptb.org/events/world_tb_day/2015/

 

ასევე იხილეთ

http://prncdc.ge/ka/node/114

ვიდეო გალერეა

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე 2015 (კალენდარი)

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე 2015 (ბანერები)