შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციასთან 18.03.2015

2015 წლის 18 მარტს  ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფთან, ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამით დაფინანსებული რეგიონალური IncoNet EaP პროექტის ფარგლებში თემაზე „საქართველოში ეროვნული მეცნიერების, ტექნოლოგიური და ინოვაციის (STI) სისტემის დარგობრივი შერეული საექსპორტო შეფასება“.

დელეგაციაში წარმოდგენილნი იყვნენ ექსპერტთა პანელის წევრები სამეცნიერო კოორდინატორის, ჯორჯ ბონასის ხელმძღვანელობით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი დეპარტამენტების უფროსები,  სამეცნიერო საბჭოს, ლაბორატორიისა და ბიზნესის განვითარების  მიმართულებების სპეციალისტები. შეხვედრის თემა იყო მეცნიერების განვითარება საქართველოში და ზოგადად ქვეყნის მიდგომა ამ საკითხზე. ევროკავშირის ექსპერტების ჯგუფმა ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პერსონალს შესთავაზა ახალი შესაძლებლობები რათა ჩაერთონ კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო  პროგრამაში “Horizon 2020”.

 

იხილეთ ფოტოალბომი