სამუშაო შეხვედრა - ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი და ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21.03.2015

2015 წლის 21 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბატონ დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე  

 

ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი და ანტიმიკრობული რეზისტენტობა

სამედიცინო ნარჩენების მართვა

 

შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს წსრმომადგენლები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის გენერალური დირექტორი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. ასევე, კლინიკის ხელმძღვანელები და დარგის ექსპერტები.

შეხვედრაზე განიხილეს ანტიმიკრობული რეზისტენტობის, ინფექციების კონტროლისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის საკითხები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის მოხდა პრეზენტაციის და მასალების წარდგენა შემდეგ თემებზე:

-         საკითხის აქტუალობა და სტატუსი საქართველოში;

-         ნორმატიული ბაზა, რომელიც არეგულირებს ამჟამად ამ მიმართულებებს;

-         არსებული ზედამხედველობის სისტემა;

-         ძირითადი ნაკლოვანებების იდენტიფიცირება;

-     დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის  ხედვა ოპტიმალური ზედამხედველობის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით;

-         სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოკლე მონახაზი;

შეხვედრაზე გაიმართა ინტენსიური დისკუსია მთავარი პრობლემებისა და შემდგომი ნაბიჯების იდენტიფიცირების ირგვლივ.

შეხვედრის მხარდამჭერი იყო ჯანმოს საქართველოს ოფისი, რომელიც 2014-2015 წლებში საქართველოს დახმარებას უწევს ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და საყრდენი ბაზებით ეპიდზედამხედველობის გაძლიერებაში.

 

იხილეთ ფოტოალბომი