თირკმელები და წყალი

„ჯანმრთელი თირკმელი ყველასათვის - დალიე ერთი ჭიქა წყალი და იზეიმე თირკმლის მსოფლიო დღე“. ეს სიმბოლური ჟესტი შეგვახსენებს, რომ თირკმელი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა და მისი მოვლა აუცილებელია.

თირკმლის  დაავადებების აღმოცენებას განაპირობებსისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

  • სასმელი წყლისადმი დაბალი ხელმისაწვდომობა;
  • უხარისხო სასმელი წყალი;
  • მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა ორგანიზმის აუცილებელი ჰიდრატაციის შესახებ;
  • სასმელი სითხეების არაჯანსაღი არჩევანი. 

კვლევებით დადასტურდა, რომ პირები, რომლებიც გაზიან არაალკოჰოლურ სასმელებს სისტემატურად იღებენ, თირკმლის ქრონიკული დაავადებისაკენ არიან მიდრეკილნი. თირკმლის მსოფლიო დღის წლევანდელი თემა ხაზს უსვამს ამ სფეროში არსებულ სირთულეებს და გვთავაზობს მათი დაძლევის გზებს.

რა არის თირკმლის ფუნქცია?

თირკმელი ლობიოს ფორმის წყვილი ორგანოა, რომლებიც განლაგებულია გულმკერდის ღრუს ქვევით, ხერხემლის ორივე მხარეს. თირკმელებში  ყოველდღიურად, 120-150 ლიტრი სისხლი იფილტრება და 1-2 ლიტრი შარდის სახით გამოიყოფა.

თირკმლის დაავადებების გავრცელება

თირკმლის ესა  თუ ის დაავადება მოსახლეობის 8-10%-ს აღენიშნება და ყოველწლიურად  მილიონობით ადამიანის  ნაადრევი სიკვდილის მიზეზს წარმოადგენს.

მსოფლიოში დაახლოებით ყოველი 10 ადამიანიდან ერთს გარკვეული ხარისხის თირკმლის ქრონიკული დაავადება აღენიშნება.

  • თირკმლის დაავადებები იწვევენ თირკმლის ფუნქციების დაქვეითებას და მისი უკმარისობის ჩამოყალიბებას (გლომელურონეფრიტი, პიელონეფრიტი, თირკმლის გენეტიკური პათოლოგია,საშარდე გზების ბლოკირება, ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლის სისტემატური მიღება და ა.შ.
    • თირკმლის დაავადებები ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს.

თირკმლის დაავადებების სიმპტომები

  • ტკივილი წელის არეში;
  • შარდში სისხლის არსებობა;
  • გამოყოფილი შარდის მოცულობის შეცვლა (მომატება ან შემცირება);
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ტემპერატურის მომატება (საშარდე გზების ინფექციების დროს)
  • შეშუპება და ა.შ.

თირკმლის უკმარისობა –თირკმლის ფუნქციის  მოშლაა და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. მას მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს.

თუ არ მოხდა თირკმლის ქრონიკული დაავადების ადრეული გამოვლენა, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს თირკმლის უკმარისობა, რომელიც თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას მოითხოვს, რაც ძალზე ძვირია.

მიმართეთ ექიმს და შეამოწმეთ თირკმლის ფუნქცია, თუ თქვენ გაქვთ ერთი ან მეტი რისკის ფაქტორი:

  • დიაბეტი;
  • ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა);
  • სიმსუქნე;
  • თქვენს მშობელს ან ახლო ნათესავს აქვს თირკმლის დაავადება.

როგორ ავიცილოთ თავიდან თირკმლის დაავადებები:

  • იყავი ფიზიკურად აქტიური;
  • გააკონტროლეთ  შაქრის დონე  სისხლში;
  • გააკონტროლეთ სისხლიწნევა;
  • იკვებეთ ჯანსაღად;
  • შეამცირეთ მარილის მიღება;
  • აკონტროლეთ  თქვენი წონა;
  • მიიღეთ ჯანმრთელობისათვის საჭიროსითხის რაოდენობა - 1,5-2ლ წყალი. ეს ეხმარება თირკმელს მარილის, შარდისა და ტოქსინებისაგან ორგანიზმის განთავისუფლებაშიშარდ-კენჭოვანი დაავადების დროს კი 2 – 3 ლიტრი წყალიყოველდღიურად ახალი კენჭების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით;
  • არ მოწიოთ;
  • ნუ მიიღებთ მედიკამენტებსზედმეტად ( მაგ.იბუპროფენი).

 

ლიტერატურა:

http://www.worldkidneyday.org/

National Kidney and Urologic Disease Information Clearinghouse (NKUDIC) – Kidney Disease Statistics for the US – http://kidney.niddk.nih.gov/kudiseases/pubs/kustats/