აივ ინფექცია/შიდსის 2016-2018 წლების ეროვნული სტრატეგიული გეგმის შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 20.03.2015

20 მარტს გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელების ჯგუფის საკონფერენციო დარბაზში შედგა აივ ინფექცია/შიდსის 2016-2018 წლების ეროვნული სტრატეგიული გეგმის შემუშავების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელზეც დეტალურად იქნა განხილული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მოწოდებული კომენტარები სტრატეგიული გეგმის პროექტზე. განხილვის შედეგად გადაწყდა პროექტში შემდეგი ცვლილებების შეტანა:

  • შესავალი ნაწილის შემოკლება და ეროვნული პროგრამის განხორციელების მხრივ არსებულ შედეგებზე ინფორმაციის უფრო კომპაქტური ფორმით წარმოდგენა; 
  • შედეგების უფრო კრიტიკულად შეფასება; 
  • სტრატეგიულ მიმართულებებში პრიორიტეტების უფრო მკაფიოდ გამოყოფა; 
  • მსმ პოპულაციაში ინტერვენციების გაფართოება/ახალი მეთოდოლოგიების პილოტირება და სხვ.

მომდევნო კვირაში სამუშაო ჯგუფი „საფრანგეთის 5%-იანი ინიციატივა“-ს მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოწვეულ ექსპერტებთან ერთად დაასრულებს სტრატეგიაზე მუშაობას, რომელიც წარედგინება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს განსახილველად.