ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 24.03.2014

2015 წლის 24 მარტს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისია და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  ტუბერკულოზის პრევენციის პროგრამის ხელშეწყობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ში გაიმართა ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია სლოგანით

გამოვავლინოთ  3 მილიონი

გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე  ტუბერკულოზი

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელი პირები და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მისიის დირექტორი. ასევე, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების  და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

პრეზენტაციას გააკეთეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა, საქართველოს სასჯელაღასრულებისა და პრობაციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორმა.

შეხვედრის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის, საქართველოში მისი მასშტაბის და ამ დაავადების დასაძლევად გაწეული ძალისხმევის შესახებ.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოგვიწოდებს უწყვეტად ვიზრუნოთ ტუბერკულოზით დაავადებული ყველა პირის გამოვლენის, მკურნალობისა და განკურნებისთვის და დავაჩქაროთ ტუბერკულოზის აღმოფხვრის პროცესი.    

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ შეახსენებს  ყველას, ვისაც გააჩნია ვალდებულებები: არავინ არ დარჩეს დავიწყებული და მიტოვებული ტუბერკულოზთან ბრძოლაში, უნდა მოინახოს ყველა დაავადებულის მკურნალობის გზები და საშუალებები.

                                                                    
იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ხდება  ტუბერკულოზის დიაგნოსტირება, მკურნალობა ან განკურნება, ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე 24 მარტი, ჯანდაცვის სამინისტროებისათვის უნდა გახდეს  სიგნალი და გაფრთხილება რეგიონულ და ეროვნულ  დონეზე.  ეს არის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობის შანსი,   რათა გაუმჯობესდეს მათი ამჟამინდელი  პროგრამების ხარისხი და ტუბერკულოზის დიაგნოსტირება, მკურნალობა და  წარმატებული გამოსავალი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

კონფერენციის დასრულებისას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და მოადგილემ და ქ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ცენტრის თანამშრომლებთან და სტუდენტებთან ერთად აქციის ფარგლებში - ,,სიცოცხლის ხე ტუბერკულოზის დასამარცხებლად“  დარგეს ხეები.

აქციის შემდეგ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები შეხვდნენ ცენტრის ექიმებს და საჩუქრები გადასცეს დაავადებულ ბავშვებს.

ტუბერკულოზის დასაძლევად არავინ უნდა დარჩეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მიღმა. გავერთიანდეთ:

გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე

ტუბერკულოზი

 

იხილეთ ფოტოალბომი

კონფერენცია

აქცია