სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ზედამხედველობა და C. difficile-სთან ასოცირებული დაავადებების ეპიდემიოლოგია და პრევენცია 25.03.2015

 

 

25 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სემინარი შემდეგ თემებზე

 სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ზედამხედველობა და

C. difficile-სთან ასოცირებული დაავადებების ეპიდემიოლოგია და პრევენცია

სემინარში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, თბილისის კლინიკების ეპიდემიოლოგები, ექიმი-ინფექციონისტები, თბილისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლები, ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის ექსპერტები, ხარკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

სემინარი ეძღვნებოდა ამერიკის შეერთებული შტატებში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებუოლ ინფექციების ზედამხედველობას და C.diffice-სთან ასოცირებული ინფექციების ეპიდემიოლოგიას.

აღნიშნულ საკითხებზე მოხსენება წაიკითხა როჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა.

 

იხილეთ ფოტოალბომი