სემინარი - ბალტიის ანტიმიკრობული რეზისტენტობის ქსელი 26-27.03.2015

2015 წლის 26-27 მარტს საქართველოში მიმდინარეობდა სემინარი თემაზე

ბალტიის ანტიმიკრობული რეზისტენტობის ქსელი

სემინარში მონაწილეობა მიიღეს  მეცნიერებმა შემდეგი ქვეყნებიდან: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, შვედეთი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ბელორუსია.

სემინარზე განხილულ იქნა ანტიმიკრობული რეზისტენტობის აქტუალური საკითხები.

27 მარტს ბალტიის ანტიმიკრობული რეზისტენტობის ქსელის წევრები ეწვივნენ რიჩარდ გ.ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს. სტუმრები გაეცნენ ცენტრის ფუნქციონირებას, სამეცნიერო მიღწევებსა და შესაძლებლობებს. დაისახა მომავალი სამეცნიერო თანამშრომლობის კონტურები.

სემინარის ფარგლებში დაისახა სამომავლო თანამშრომლობა ნოზოკომიური რეზისტენტული პათოგენების შესაწავლის მიზნით გამოიკვეთა სამეცნიერო თანამშრომლობის კონტურები.