ადამიანში ჯილეხის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის მრავალ¬მხრივი შესწავლა ეფექტური ვაქცინის შექმნის მიზნით

პროექტის დასახელება:ადამიანში ჯილეხის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის მრავალ­მხრივი შესწავლა ეფექტური ვაქცინის შექმნის მიზნით”,  NATO SFP 984208; პროექტის განხორციელების ვადები: 13.02.2013 – 13.02.2016.

პროექტის ანოტაცია

). მიზანი: ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (NATO) „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“(SFP) პროგრამის მიერ 2012 წელს დაფინანსდა საერთაშორისო კვლევა, რომლის მიზანია ჯილეხის საწინააღმდეგო ახალი თაობის ვაქცინისათვის პოტენციური ანტიგენების გამოვლენა და შესწავლა, რაც საფუძველს ჩაუყრის გაუმჯობებსებული, უფრო ეფექტური ვაქცინის შექმნას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქართველი მეცნიერები თანამშრომლობენ დიდი ბრიტანეთის, თურქ და ამერიკელ მკვლევარებთან კარდიფის უნივერსტეტის ფარმაკოლოგიის სკოლის პროფესორის, ლეს ბეილის ხელმძღვანელობით. კვლევის ძირითადი ნაწილი შესრულდება საქართველოში, დოქტორ ნინო ტრაპაიძის ლიდერობით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  რ. ლუგარის სახ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.

). განხორციელების გზები:  კვლევაში გამოყენებული იქნება საქართველოსა და თურქეთში ჯილეხის დადასტურებული დიაგნოზის მქონე მოხალისეთა დაარქივებული სისხლის ნიმუშები. ნიმუშებში იმუნოფერმენტული ანალიზის საშუალებით განისაზღვრება  და შეფასდება ჯილეხის ცნობილი ანტიგენების (დამცავი ანტიგენის (PA), ლეთალური ფაქტორი (LF) და ედემა ფაქტორის (EF)) ცალკეული დომენებისა საწინააღმდეგო ანტისხეულები. გარდა ამისა,   დღეისთვის უცნობი ანტიგენების გამოვლენის მიზნით ამავე  ნიმუშებში განისაზღვრება ჯილეხის სავაქცინე შტამის სპორის ცალკეული ცილოვანი კომპონენტების მიმართ არსებული ანტისხეულები.  შემდეგ  კი, იმუნო-წერტილოვანი (ELISPOT) ანალიზით გამოვლინდება  დომენების იმუნოდომინანტური ეპიტოპები, რომლებსაც ინფიცირებიდან რამოდენიმე წლის შემდეგაც  შეუძლიათ უჯრედული იმუნური პასუხის აღძვრა.

ყოველივე ამის შედეგად, გამოვლინდება არა მხოლოდ ჯილეხის ახალი ანტიგენები, არამედ დადგინდება ცნობილი ანტიგენების უმცირესი იმუნოგენური კომპონენტები/ეპიტოპები, რომლებიც წარმოადგენენ ჯილეხის საწინააღმდეგო ახალი თაობის ვაქცინის პოტენციურ კანდიდატებს.  

). მოსალოდნელი შედეგები:

  • განისაზღვრება დამცავი ანტიგენის, ლეთალური ფაროტის  და ედემა ფაქტორის იმუნოდომინანტური ეპიტოპები; გამოვლინდება სპორის ზედაპირზე არსებული ახალი იმუნოდომინანტური ცილები;
  • ამ კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს და საფუძველს ჩაუყრის ფართო სპექტრის და უსაფრთხო ახალი თაობის ვაქცინის შექმნას, რომლის მცირე დოზებსაც კი ექნება ჯილეხის წინააღმდეგ ადამიანში ძლიერი იმუნური დაცვის გამომუშავების უნარი.
  • ახალგაზრდა ქართველი მეცნიე­რე­ბი აითვისებენ   კვლევის თანამედროვემეთოდებს, რაც აამაღლებს მათ  კვალიფიკაციას  და მიუახლოებს თანამედროვე სტანდარტებს; საქართველოში დაინერგება ეპიდემიოლოგიური და სამეცნიერო კვლევის ახალი შესაძლებლობები და დამყარდება გრძელვადიანი კავშირები ამ სფეროში მომუშავე ქართველ, ბრიტანელ, თურქ და ამერიკელ მეცნიერებს შორის;