წითელას შემთხვევების რაოდენობა კვირების მიხედვით 01.01.2014 - 09.09.2015

2013 წელს საქართველოში წითელას შემთხვევების უჩვეულო მატება დაიწყო თებერვალში და მაქსიმალურ რიცხვს მიაღწია მაისში. გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან (როგორც ეპიდზედამხედველობის, ასევე იმუნიზაციის მიმართულებით) და ინფექციის სეზონურობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ივნისიდან აღინიშნა დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია, მაგრამ 2013 წლის დეკემბრიდან ისევ დაფიქსირდა დაავადების შემთხვევების მატება. 2013 წელს აღირიცხა წითელას 7872 შემთხვევა (2012 წელს - 31); ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე - 175,6 (2012 წელს - 0,7). 2014 წელს დაავადების 3188 შემთხვევა არის აღრიცხული. ინციდენტობა-71,1. 2013 წელთან შედარებით ინციდენტობა შემცირდა 59%-ით.

ისევე როგორც 2013 წელს, 2014 წელსაც დაავადების შემთხვევები აღირიცხა თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. დაავადების შემთხვევების რაოდენობა ისევ და ისევ ყველაზე მაღალი იყო 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში (879 შემთხვევა, 28%, ინციდენტობა - 121,4), ხოლო ინციდენტობა 0-1 წლის ასაკობრივ ჯგუფში (326 შემთხვევა, 10,2%, ინციდენტობა-571). 

2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე (09.09.2015)

  • ქვეყანაში აღრიცხულია წითელას  11 488 შემთხვევა, კუმულაციური ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე (მოსახლეობის რაოდენობა შეიცვალა 2014 წლის აღწერის მიხედვით) – 255,8.
  • თბილისში აღრიცხულია წითელას  5 362 შემთხვევა, კუმულაციური ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე (მოსახლეობის რაოდენობა შეიცვალა 2014 წლის აღწერის მიხედვით) – 456,3.

2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე (09.09.2015)

  • ქვეყანაში აღრიცხულია წითელას 428  შემთხვევა,  ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე (მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის აღწერის მიხედვით) – 11,5.
  • თბილისში აღრიცხულია წითელას  254  შემთხვევა,  ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე (მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის აღწერის მიხედვით) – 22,7.

წითელას შემთხვევების რაოდენობა კვირების მიხედვით   01.01.2014 - 09.09.2015