ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 07.04.2015

2015 წლის 7 აპრილს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ორმხრივი დახმარების და ხელშეწყობის თვალსაზრისით, რაც მიზნად ისახავს და ოფიციალურად განსაზღვრავს მხარეთა შორის თანამშრომლობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სერვისებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოიცავდეს პოტენციურად სახიფათო (ქიმიურ, ბიოლოგიურ და რადიოლოგიურ) მასალებთან გამკლავებას და ასევე სიტუაციებს, რომლებიც არ არის კავშირში სახიფათო მასალებთან, როგორიცაა საგანგებო სამედიცინო შემთხვევები, ხანძრები და უსაფრთხოების დარღვევასთან ასოცირებული შემთხვევები.

 

იხილეთ ფოტოალბომი