სემინარი - ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ეპიდემიის დასაწყისის შეფასების მნიშვნელობა - ებოლასთან ბრძოლის სტრატეგიები 20.04.2015

2015 წლის 20-22 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის ქ. ტრომსოს, პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფი - ტორალფ ჰასვოლდი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ორჯან ოლსვიკი, ტორმოდ ბრენი, ერიკ ანდა და ეკკე  ვიკკი-ვიგლისი.

დელეგაცია ესტუმრა რიჩარდ გ.ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრს, დაათვალიერეს კვლევითი ცენტრის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ მის საქმიანობას, სამომავლო გეგმებს.

ამავე საღამოს დაავადებათა  კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ლექცია - სემინარი /ორჯან ოლსვიკი/  თემაზე :

 “ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ეპიდემიის დასაწყისის შეფასების მნიშვნელობა- ებოლასთან ბრძოლის სტრატეგიები.”

ლექცია/სემინარს ესწრებოდნენ ტრომსოს უნივერსიტეტის პროფესორები: ტორალფ ჰასვოლდი, ერიკ ანდა, "საქართველოს უნივერსიტეტის" და ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და მაგისტრანტები.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 

იხილეთ ფოტოალბომი