ევროპის იმუნიზაციის კვირეულის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიალი 29.04.2015

2015 წლის 29 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ევროპის იმუნიზაციის კვირეულის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიალი თემაზე

აცერი და დაიცავი

შეხვედრას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ამერიკის განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ექიმები.

ღონისძიებაზე  გაიმართა მედია კონკურსში გამარჯვებული  მედიის წარმომადგენლების, ცნობადი სახეებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების და კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი.

გვახსოვდეს, რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს  უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!

თქვენც შემოგვიერთდით

აცერი და დაიცავი მომავალი თაობა!

 

 იხილეთ ფოტოალბომი