აღმასრულებელი მიმოხილვის მისია საქართველოში - საფრთხეების შემცირების ერთობლივი პროგრამა 27-30.04.2015

მიმდინარე წლის 27 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA)  / საფრთხეების  შემცირების ერთობლივი პროგრამის წარმომადგენელთა დელეგაცია პროგრამის დირექტორის – ქ–ნი ელიზაბეთ ჯორჯის ხელმძღვანელობით. დელეგაციის მისიას წარმოადგენდა 2014 წელს საფრთხეების შემცირების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების, პროგრამაში ჩართული ქართული ინსტიტუციების მიღწევების, გამოწვევების შეფასება და მომავალი პარტნიორული აქტივობების დაგეგმვა.

28 აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ადამიანთა ჯანმრთელობის მიმართულებით „აღმასრულებელი მიმოხილვა“ (Human Executive Review). შეხვედრაზე დკსჯეცმა წარადგინა 2014 წლის  მიღწევები, გატარებული ღონისძიებები, სიახლეები და ასევე გამოწვევები ლუგარის ცენტრის ბაზაზე და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ჭრილში. ცენტრმა აგრეთვე წარადგინა მომავალი გეგმები და შემდგომი განვითარებისთვის სტრატეგიული საკითხები, რომლების განხორციელებაში ამერიკელი დონორების მხარდაჭერას იმედოვნებს.

30 აპრილს, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გ. ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი უმასპინძლა სამეცნიერო პროექტებზე პრეზენტაციების მოსმენას, რომლებიც წარმოადგინეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის / ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა.