ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი მიძღვნილი კონცერტი 28.04.2015

2015 წლის 28 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მრავალშვილიანი ოჯახებისათვის გაიმართა ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი მიძღვნილი კონცერტი სახელწოდებით

აცერი და დაიცავი!

კონცერტს დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ. თბილისის მერიის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის  წარმომადგენლები.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მომღერლებმა და თსსუ ანსამბლმა. კონცერტის შემდეგ 20 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა საჩუქრები.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის გზით და  სპეციალური ფოკუსირებით მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე. იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები).

გვახსოვდეს, რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს  უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!

თქვენც შემოგვიერთდით

აცერი და დაიცავი მომავალი თაობა!

 

იხილეთ ფოტოალბომი