საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციური (მოსახლეობის) კვლევა 13.05.2015

2015 წლის 13 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გამართა პრესკონფერენცია თემაზე

საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციური (მოსახლეობის) კვლევა

C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციურ (მოსახლეობის) კვლევა ხორციელდება აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან ერთად და C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. 
კვლევის მიზანია საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების შესწავლა, რისკის ფაქტორების გამოვლენა და მოსახლეობის ცოდნის დონის შეფასება. აღნიშნულის განსახორციელებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 7000 ინდივიდი, რომელთაგანაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და ჩაუტარდებათ გამოკვლევა C და B ჰეპატიტზე.
კვლევის განსახორციელებლად CDC-ის და NCDC-ის მიერ სპეციალურად გადამზადდა 20 ინეტრვიუერი და 20 ფლებოტომისტი. ისინი საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისში შეაგროვებენ მონაცემებს და სისხლის ნიმუშებს შერჩეული ინდივიდებისგან. ინფორმაციის შესაგროვებლად გამოყენებული იქნება სპეციალური კითხვარი, რომლის განხილვა და დამტკიცებაც მოხდა ემორის უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოეთიკის კომისიების მიერ.
11 მაისს კვლევა დაიწყო თბილისში და გაგრძელდება 19 მაისის ჩათვლით, ხოლო შემდეგ ჯგუფები გავლენ რეგიონებში და იმუშავებენ 12 აგვისტოს ჩათვლით. მიმდინარე კვლევა იქნება C და B ჰეპატიტის გავრცელების პირველი ეროვნული კვლევა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც მივიღებთ ახალ, ზუსტ მონაცემებს გავრცელების შესახებ ეროვნულ დონეზე.
კვლევის წარმატებით განსახორციელებლად ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოტივაცია და ჩართულობა. ამიტომ მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს დაეხმარონ ჩვენს წარმომადგენლებს სწორი მონაცემების შეგროვებაში.

 

იხილეთ ფოტოალბომი