17 მაისი - ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე

ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის (ჰმლ), ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ჰსს) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით 17 მაისს ყოველწლიურად ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. მისი მიზანია აამაღლოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ჰიპერტენზიის, მისი გართულებებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

საკითხის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო დონეზე  ეფექტური კამპანიის ჩასატარებლად ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა ერთ განსაზღვრულ თემას არჩევს.

არსებული მონაცემებით მსოფლიოში ყოველი ათი ადამიანიდან დაახლოებით სამს მაღალი არტერიული წნევა აღენიშნება და  ამასთან, პაციენტთა თითქმის 50%-მა არ იცის ამის შესახებ; აქვე უნდა დავძინოთ, რომ დაავადების თაობაზე მოსახლეობის ცოდნისა და  ინფორმირებულების მაჩვენებელიც დაბალია.  ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მითითებით 2013-2018 წლებში ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის თემა - „იცოდე შენი წნევის შესახებ“ - არ შეიცვლება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის დანერგვით შესაძლებელია ზემოთ ხსენებული პრობლემების გადაჭრა, კერძოდ:

1. არტერიული ჰიპერტენზიის გამოვლენის მიზნით მძლავრი სახელმწიფო სკრინინგული პროგრამების შექმნა;

2. მედმუშაკის პაციენტთან ყოველი კონტაქტისას რუტინულად არტერიული წნევის გაზომვის აუცილებლობა.

ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ხელს შეუწყობს, როგორც არტერიული ჰიპერტენზიის კონტრლს და პოპულაციის ინფორმირებულობის ზრდას, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დასახული სამიზნე  ნიშნულის, 2025 წლისთვის გაუკონტროლებელი ჰიპერტენზიის  25%-ით შემცირების მიღწევას.  

2015 წელს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის ძირითადი აქტივობა არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგია.

ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა და ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოება საზოგადოების ყველა წევრს და თანამშრომელ ორგანიზაციას მოუწოდებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ არტერიული წნევის სკრინინგში, რომელიც 2015 წელს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის კამპანიის ფარგლებში ჩატარდება.

ჰმლ და ჰსს აღიარებენ, რომ ჰიპერტენზიის პრევენცია და კონტროლი გლობალური მასშტაბით რთული გამოწვევების წინაშე დგას და უმეტეს ქვეყნებში ჰიპერტენზიის პრევენციის და კონტროლის ძალისხმევა, არც ყოვლისმომცველია და არც კოორდინირებული. ამ მდგომარეობის დასაძლევად, ჰმლ და ჰსს იწვევეს ყველა წევრსა და პარტნიორს, მონაწილეობა მიიღოს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღნიშვნაში და ჩაატაროს სისხლის წნევის ზუსტი გაზომვა და არაგადამდები დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები საზოგადოებასა და სამედიცინო დაწესებულებებში.

 

http://www.worldhypertensionleague.org

ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა

ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ

 

 

ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერმაღალი არტერიული წნევა: რატომ არის მისი პრევენცია და კონტროლი გადაუდებელი?

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები

Blood Pressure Data Collection Form