თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღე 29.05.2015

2015 წლის 29 მაისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ,,თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღის“ აღსანიშნავად გაიმართა პრესკონფერენცია სლოგანით

შევაჩეროთ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა

პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა, საერთაშორისო ინიციატივა კამპანია თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვებისათვის ევრაზიის რეგიონის დირექტორმა. ასევე, სხვადასხვა სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პრეკონფერენციაზე ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: თამბაქოს კონტროლის სფეროში უკანასკნელი წლების პროგრესის შესახებ, თამბაქოს კონტროლის ფისკალური პოლიტიკა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლი - მიზნები და მიერთების მნიშვნელობა, ცენტრის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები თამბაქოს კონტროლის დარგში.

ყოველწლიურად, 31 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ქვეყნები აღნიშნავენ თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღეს (WNTD). ამით  ხაზს უსვამენ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს და მოუწოდებენ სახელმწიფოებს თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის ეფექტური პოლიტიკის დანერგვისკენ.

2015 წელს თამბაქოს საწინააღმდეგო მსოლფიო დღე ეძღვნება თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობას და მოუწოდებს ქვეყნებს გაერთიანდნენ თამბქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის საკითხში.

კვლევებით, მათ შორის გლობალური საბაჟოს საზოგადოების მიერ მოწოდებული ინფომაციით, მსოფლიოში ყოველი მოხმარებული 10-დან 1 ღერი თამბაქოს უკანონო ვაჭრობის საგანია. ევროპის კომისიის შეფასებით, თამბაქოს უკანანო ვაჭრობით დაკარგული გადასახადი და საბაჟო შემოსავალი ევროპას ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიარდი ევრო უჯდება.

თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანს კლავს, მათ შორის 600 000-ზე მეტი არის არამწეველი, რომლებიც თამბაქოს მეორადი კვამლის შესუნთქვის შედეგად იღუპებიან.  თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდება, ეპიდემია 2030 წლისთვის ყოვეწლიურად 8 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. ვარაუდობენ, რომ ამ თავიდან აცილებადი სიკვდილის შემთხვევებიდან 80%-ზე მეტი აღინიშნება დაბალ- და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში.

კამპანიის მიზანია თამბაქოს უკანონო ვაჭრობის მოსახლეობაზე, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და დაბალი შემოსავლების მქონე ჯგუფების ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ანახოს საზოგადოებას თუ რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა ჯანდაცვის და თამბაქოს კონტროლის პროგრამების ეფექტზე, თამბაქოს ნაწარმზე ფასებისა და გადასახადების ზრდის და სიგარეტის კოლოფებზე სამედიცინო გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილებების დატანის პოლიტიკაზე. აჩვენოს, რომ თამბაქოს ინდუსტრია ხშირად ჩართულია ასევე თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობაში. ხაზი გაუსვას იმას, რომ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა კრიმინალური დაჯგუფებებისთვის უზარმაზარი შემოსავალის წყაროა ორგანიზებული კრიმინალური აქტივობების, მათ შორი ნარკოტიკებით ვაჭრობის, ტრეფიკინგისა და ტერორიზმის დაფინანსებისთვის. ხელი შეუწყოს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის რატიფიკაციას და მის ხელმისაწვდომობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ყველა მხარისათვის; ასევე მის ძალაში შესვლას ყველა რელევანტური მხარის ჩართვით.  

თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმს ადვილად ხელმისაწვდომს ხდის და უბიძგებს ახალგაზრდებს თამბაქოს მოხმარებისკენ. უკანონო ვაჭრობით გადასახადები მთავრობის ნაცვლად, რომელსაც შეეძლო ეს თანხა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებში დაეხარჯა, კრიმინალების ხელში გადადის. უკანონო ვაჭრობა აძლიერებს  კორუფციას და  ასუსტებს მართვის კარგ სისტემას. თამბაქოს კომპანიები იყენებენ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაში არსებულ ყველა შესაძლო ხარვეზს და ხელს უწყობენ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობას.

 თქვენც შემოგვიერთდით

შევაჩეროთ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა

 

დაგეგმილი აქტივობები 

1. 21 მაისი - შეხვედრა თსსუ სტუდენტებთან, მათ საგანმანათლებლო/საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება და ინტერაქტიულ რეჟიმში ურთიერთობა.

აქციები გაგრძელდება "სტუდენტური დღეების" პერიოდში კლინიკა მედსი-ს თანამონაწილეობით. აქციის განმავლობაში სტუდენტები თბილისის მოსახლეობაში გაავრცელებენ ბუკლეტებს/ბროშურებს (კვლავ მიმდინარეობს).

2.  29 მაისი 14:00 საათი - პრეკონფერენცია - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

3.  29 მაისი 17:00 საათი - რადიო თავისუფლება- თავისუფლების ერთი საათი გოგი გვახარიასთან ერთად;

4.  29 მაისი 17:00 საათი - ლექცია/სემინარი  „თამბაქოს მავნებლობა“ - საქართველოს უნივერსიტეტი;

5.  31 მაისი 1:00 საათი  - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლების ტრეინინგი თემაზე „თამბაქო და ჯანმრთელობა“  - ქ.ზუგდიდი;

6.   31 მაისი - საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების ნახატების გამოფენა, კონკურსი, პლაკატების შექმნა სლოგანებით და კონცერტი  -  საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ჩართულობით;

7.  1 ივნისი 1:00 საათი  - ლექცია/სემინარი - ქ.ზუგდიდის სკოლა-ლიცეუმი "ჯი-ჯი"  - ადგილობრივ საზ.ჯანდაცვის ცენტრის თანამონაწილეობით; 

 

იხილეთ ფოტოალბომი