ტელეკომპანია Россия 24 -ის ჟურნალისტები ლუგარის ცენტრში 02.06.2015

2015 წლის ორ ივნისს რუსეთის ტელეკომპანიის Россия 24 ჟურნალისტები ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის კვლევით ლაბორატორიას ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ლაბორატორის დათვალიერება და მის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სტუმრებს გააცნორიჩარდ ლუგარის კვლევითი ლაბორატორიის განვითარების ისტორია, მისია, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობი. მისი განცხადებით, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ბიოსამედიცინო კვლევების ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა რეგიონში.
ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძეს, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ხათუნა ზახაშვილს და რიჩარდ ლუგარის კვლევითი ლაბორატორიის მენეჯერს ქალბატონ ეკატერინე ადეიშვილს.

 

იხილეთ ფოტოალბომი