დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის სტიქიით დაზარალებულ კერებში მომუშავე მაშველებსა და მოხალისეებს და აძლევს შემდეგ რჩევებს
  • ეპიდემიის გავრცელების საფრთხე ცხოველების ლეშებთან დაკავშირებით მინიმალურია. მათი მოძიების შემთხვევაში მიმართეთ სამაშველო სამსახურს;
  • დალიეთ მხოლოდ ბოთლის წყალი;
  • არ გამოიყენოთ საკვებად მალფუჭადი ან დაბინძურებული პროდუქტი;
  • კვების, ტუალეტით სარგებლობისას, სიგარეტის მოწევის წინ და ნებისმიერი დაბინძურების შემთხვევაში დაიბანეთ ხელები სუფთა წყლითა და საპნით;
  • მუშაობისას სხეული მაქსიმალურად დაიფარეთ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით;
  • სითბური  და მზის დაკვრის თავიდან აცილების მიზნით ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი და გამოიყენეთ ქუდები და თავსაბურავები;
  • ნუ იმუშავებთ შიშველი ხელებით, გამოიყენეთ სამუშაო ხელთათმანები;
  • მტვრისაგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღბები;
  • გაკაწვრის ან კანის სხვა  დაზიანების შემთხვევაში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ტეტანუსის, ჩამოიბანეთ ნებისმიერი ჭრილობა საპნით და სუფთა წყლით და მიმართეთ სამედიცინო პუნქტებს. ტეტანუსის აცრის მისაღებად 24 საათის განმავლობაში მიმართეთ ,,იმუნიზაციის ცენტრს“ - ქ.თბილისი, ტაშკენტის ქუჩა #10 და შპს „N5 კლინიკური საავადმყოფო“, თემქა მე-11 მკრ. რაიონი, პირველი კვარტალი; ხოლო დღის განმავლობაში (10:00 – 18:00 საათებში) შემდეგ დაწესებულებებში: ,,ვერე XXI“ ქიაჩელის N18, ,,მედკაპიტალი საბურთალო“ - გამრეკელის N19, ქ. თბილისის ,,საოჯახო მედიცინის სასწავლო კლინიკური ცენტრი“  - ჭავჭავაძის 44; ,,მედისონი“ - ვაჟა-ფშაველას 83/11; ,,მედკაპიტალი“ - გლდანი, გამარჯვების ქ. 1 (ი. ვეკუას ქ. 18); შპს „მედკაპიტალი-სამგორი“, მოსკოვის გამზ. მე-4 კვარტ. მე-3 კორპუსი; შპს „N5 კლინიკური საავადმყოფო“, თემქა მე-11 მკრ. რაიონი, პირველი კვარტალი;  შპს „მედკაპიტალი-გლდანი“ თბილისი. გლდანი, გამარჯვების ქ. 1 (ი. ვეკუას ქ. 18); საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი - ქ. თბილისი. წინამძღვრიშვილის ქ. 57; ,,მედისონი“ - ვაჟა-ფშაველას 83/11 (10:00 – 18:00 საათებში);
  • ნუ შეეჭიდებით ისეთ სამუშაოს, რომელიც აღემატება თქვენს ძალებს, განსაკუთრებით ორსულები და მცირეწლოვანები.
  • დაიცავით ჰიგიენის წესები და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 595956156; 595956151

 

ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა

ტეტანუსის განვითარების რისკის მაქსიმალურად შემცირების მიზნით გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აცრების სრული კურსი და ჭრილობის სწორად დამუშავება ტეტანუსის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. 

  თუ ანატოქსინის მხოლოდ 3 დოზა აქვს მიღებული,  სასურველია ანატოქსინის მე-4 დოზის გაკეთება (უმჯობესია ადსორბირებული)

*  დიახ, თუ 10 წელზე მეტია გასული უკანასკნელი დოზის მიღებიდან

** დიახ, თუ 5 წელზე მეტია გასული უკანასკნელი დოზის მიღებიდან

ვაქცინაცია არ არის საჭირო თუ პაციენტს ჩატარებული აქვს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული დიფთერია/ტეტანუსის საწინააღმდეგო ყველა გეგმიური აცრა (2 თვის, 3 თვის, 4 თვის, 18 თვის, 5 წლის და 14 წლის ასაკში) და ბოლო აცრიდან გასულია 10 წელზე ნაკლები.

ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრები არ ტარდება, თუ კანის საფარველის მთლიანობა დარღვეული არ არის.

 

ტეტანუსი

წყლით გადაცემადი დაავადებები