შიგელოზი

1.რა არის შიგელოზი?

შიგელოზი არის მწვავე გასტროენტერიტით მიმდინარე ანთროპონოზური დაავადება, რომელსაც იწვევს Shigella-ს გვარის ბაქტერიები, რომლებიც Enterobacteriaceae-ოჯახს მიეკუთვნება და მოიცავს ხუთ ათეულზე მეტ სეროლოგიურ ვარიანტს, რომელიც   საერთაშორისო კლასიფიკაციით 4 ჯგუფად იყოფა: Sh. dysenteriae, Sh. flexneri, Sh. boydi, Sh. sonnei. 

შიგელები არ წარმოქმნიან სპორას და კაფსულას, დაშლისას ათავისუფლებენ ენდოტოქსინს, წარმოქმნიან ენტეროტოქსინს და ციტოტოქსინს.

www.who.int/medicines/publications

http://www.cdc.gov/shigella/general-information.html

 

2. რამდენად საყურადღებოა შიგელოზი?

შიგელოზს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნაწლავთა მწვავე ინფექციებს შორის. მსოფლიოში ყოველწლიურად 165 მილიონამდე შემთხვევა რეგისტრირდება, საიდანაც  600.000 შემთხვევა სიკვდილით მთავრდება. ავადობის 70%  ბავშვთა ასაკზე მოდის.

შიგელოზის ინფექციის გავრცელებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ინფექციის წყარო შეიძლება იყოს არამარტო მწვავე შიგელოზით დაავადებული, არამედ ქრონიკული ფორმით დაავადებული და ბაქტერიამტარებელი ადამიანი. თუ დაავადება განვითარდა მსუბუქი და წაშლილი ფორმებით, ეს ხელს უწყობს დაავადების გახანგრძლივებული ფორმების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პოტენციური ინფექციის წყაროს რაოდენობას.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ შიგელოზი, როგორც ნაწლავთა ტიპიური ინფექცია, ვრცელდება ფეკალურ-ორალური მექანიზმით, ხოლო გადაცემის გზები არის საკვებისმიერი, წყლისმიერი და საყოფაცხოვრებო-კონტაქტური. სამივე გზა არის არსებითი მნიშვნელობის და დამოკიდებულია მრავალ პირობაზე, მათ შორის მოსახლეობის სანიტარიულ მდგომარეობაზე, კულტურის დონეზე, კვების თავისებურებაზე. შიგელოზს უწოდებენ „ჭუწყიანი ხელების“ დაავადებას. იგი უფრო ხშირია იქ, სადაც არ იცავენ პირადი და კვების ჰიგიენის წესებს.

ყველაზე უფრო ხშირი გადაცემის ფაქტორები კი არის:

  1. საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით რძე და მისი ნაწარმი, ბოსტნეული და ხილი;
  2. წყალი;
  3. საყოფაცხოვრებო მოხმარების სხვადასხვა საგანი (ჭურჭელი, სათამაშოები);
  4. ბუზები, რომელთაც თავისი სხეულით და ფრთებით ადვილად გადააქვთ შიგელოზის   ბაქტერიები Fc-დან საკვებ პროდუქტებზე.

http://www.cdc.gov/shigella/general-information.html

www.who.int/medicines/publications

Richard I. Joh, Robert M. And oth. “Dynamics of Shigellosis Epidemics:   Estimating Individual-Level Transmission” American Journal of Epidemiology, 2013

 

3.  როგორია საქართველოში შიგელოზის პრევალენტობა?

საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ რეგისტრირდება შიგელოზით ავადობის 180-200 შემთხვევა. ძირითადად ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მხოლოდ იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც ფუნქციონირებს ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები.

(დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება)

 

                            შემთხვევათა უმეტესი ნაწილი (75-80 %) არის ბავშვთა ასაკში

  

 

5. როგორ უნდა გავიგო ვარ თუ არა შიგელოზით დაინფიცირებული?

შიგელას ბაქტერიებით ინფიცირებისას, ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგ (1-7 დღე) დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცლის არეში, რომელიც თანდათან ლოკალიზდება მუცლის მარცხენა ნახევარში, ზოგჯერ გულისრევით და ღებინებით. განავალი არის თხიერი, ხშირად ლორწოთი, სისხლით და ჩირქით. ავადმყოფს აწუხებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, აღენიშნება მოტყუება, ჭინთვები და ტენეზმები.

დაავადება გრძელდება 2-3 დღიდან 7-9 დღემდე. დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია მწვავე ფორმა გადავიდეს ქრონიკულში ან დაავადებული დარჩეს ბაქტერიამტარებელი.

შიგელოზის დადასტურება მხოლოდ კლინიკური ნიშნების მიხედვით შეუძლებელია, საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად,

http://www.cdc.gov/shigella/general-information.html

http://www.who.int/topics/cholera/publications/shigellosis/es/

 

6. როგორ უნდა მოვიქცე აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე სასურველია მოხდეს დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში, რომლებიც ძირითადად განთავსებულია ქალაქისა და რაიონის ტიპის დასახლებებში.

. თბილისი:

  • ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, მისამართი: ვაკე-საბურთალოს რაიონი, ალ. ყაზბეგის გამზირი, # 16, ტელეფონი (ქალაქის): +995 32 39-57-29;  +995 32 39-57-16;
  • ქ. თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკა, მისამართი: ვაკე-საბურთალოს რაიონი, ს. ჩიქოვანის ქუჩა # 14, ტელეფონი (ქალაქის): +995 32 2363461; +995 32 2364019;
  • პედიატრიული პრივატ კლინიკა (ყოფილი მ. გურამიშვილის სახ. პედიატრიული კლინიკა). ქ. თბილისი, თემქა, მე-2 მ/რ. ტელეფონი (ქალაქის):+995 32  2600865

 

 7რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული შიგელოზის ექსპოზიცია?

      შიგელოზის ექსპოზიციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია: 

  • ხელმისაწვდომობა უსაფრთხო სასმელი წყლის;
  • გარემოს სანიტარული პირობების გაუმჯობესება;
  • პირადი ჰიგიენის დაცვა;
  • სუფთა სასმელი წყლის გამოყენება:

 

          ა. ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად.

          ბ. საკვების მოსამზადებლად.

          გ. სასმელების დასამზადებლად.

          დ. ყინულის მოსამზადებლად.

          ე. ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის  გასარეცხად.

          ვ. ხელების დასაბანად.

 http://www.cdc.gov/shigella/general-information.html