ასკარიდოზი

ასკარიდოზი საქართველოში ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება.

ასკარიდოზის გამომწვევია მრგვალი ჭია ასკარიდა. გამომწვევია ასკარიდა, რომელიც პარაზიტობს წვრილ ნაწლავში. ასკარიდას სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წელია. მიგრაციულ სტადიაში ასკარიდების ლარვები ახდენენ მექანიკურ და სენსიბილიზირებად მოქმედებას, იწვევენ სისხლჩაქცევებს, ეოზინოფილურ ინფიტრატებს სხვადასხვა ორგანოების ქსოვილებში. ნაწლავის ფაზაში (დასნებოვნებიდან 8 კვირის შემდეგ) ზრდასრული ასკარიდები იწვევენ ორგანიზმის საერთო ტოქსიკურ-ალერგიულ და ნერვულ-რეფლექტორულ რეაქციებს და სხვადასხვა ადგილობრივ მექანიკურ ზემოქმედებებს.

მიგრაციული ფორმა ხშირად მიმდინარეობს მწვავე რესპირატორული დაავადების, ბრონქიტის სახით; ნაწლავურ ფაზაში განასხვავებენ კუჭ-ნაწლავის ფორმას (ნერწყვდენა, გულისრევა, მადის დაქვეითება, ტკივილი ჭიპის ირგვლივ და სხვ.); ჰიპოტონურ (არტერიული წნევის დაქვეითება, სისუსტე) და ნევროლოგიურ (თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილის დარღვევა, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვანი დარღვევები) ფორმებს. გართულებებია: ნაწლავის ასკარიდული გაუვალობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ასკარიდების გამოყოფა პირნაღებ მასებთან.

ინვაზიის (დასნებოვნების) წყაროა ადამიანი, რომელიც განავალთან ერთად ასკარიდის მოუმწიფებელ კვერცხებს გამოყოფს.

კვერცხები ნიადაგში მწიფდება და ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში კვლავ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ინვაზიის გზებია მჭიდრო კონტაქტი მიწასთან, ადამიანის განავლით დაბინძურებულ ნებისმიერ ნივთთან, დაბინძურებული და სათანადოდ დაუმუშავებელი წყლის, მწვანილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის მიღება. მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში. პირიდან კვერცხები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. აქ კვერცხის გარსი იშლება, ლარვა ნაწლავის კედელში ჩაინერგება, გაივლის მას და სისხლთან ერთად ღვიძლისა და ფილტვებისკენ მიემართება, სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნერწყვთან ერთად კვლავ კუჭსა და ნაწლავებში ბრუნდება. მიგრაცია 10-15 დღეს გრძელდება. ნაწლავებში მოხვედრილი ლარვა 2 თვეში მწიფდება და კვერცხის დებას იწყებს. ნაწლავურ ფაზაში ძირითადი ჩივილებია უმადობა (იშვიათად- ბულიმია), გამკრავი ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, წონაში დაკლება, მეხსიერების დაქვეითება. ვითარდება ავიტამინოზი და დიზბაქტერიოზი. გართულებები ყოველთვის მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი სრულდება. გართულებებიდან აღსანიშნავია სასუნთქი გზების დახშობა, ნაწლავის პერფორაცია, რომელიც პერიტონიტით მთავრდება, ნაწლავის სანათურის დახშობით განპირობებული გაუვალობა, რომელიც ტკივილით, ღებინებით, ყაბზობით მიმდინარეობს, ღვიძლის ასკარიდოზი, ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა, რაც რთულდება სეფსისითა და ჩირქოვანი აბსცესით, პანკრეასის სადინარის დახშობა, რასაც მწვავე პანკრეატიტი მოჰყვება.

მიგრაციის პერიოდში დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ანამნეზის (გაურეცხავი მწვანილისა და ხილის მიღება, სანიტარიულად არადამაკმაყოფილებელი გარემო), კლინიკური სურათის (ქავილი, გამონაყარი, ბრონქოპნევმონია), სისხლის ანალიზის (ეოზინოფილია), ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევის (ლარვების აღმოჩენა) საფუძველზე. მოგვიანებით განავალში ასკარიდის კვერცხების აღმოჩენა დიაგნოზს ადასტურებს.

ასკარიდოზის გართულებებია: ნაწლავის ასკარიდული გაუვალობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ასკარიდების გამოყოფა პირნაღებ მასებთან და მოძრავი ,,სიმსივნის“’ პალპირება – ჰელმინთების გორგალი; ასკარიდული აპენდიციტი, პერფორაციული პერიტონიტი; ღვიძლის ასკარიდოზი სიყვითლის განვითარებით, ჩირქოვანი ანგიოქოლიტი, ღვიძლის აბსცესი, დიაფრაგმისქვეშა აბსცესის განვითარებით; კუჭქვეშა ჯირკვლის ასკარიდოზი მწვავე პანკრეატიტის სიმპტომებით; ასკარიდების შესვლა სასუნთქ გზებში ასფიქსიის განვითარებით. პროგნოზი გართულებების არარსებობისას, რომლებიც მოითხოვენ ქირურგიულ ჩარევებს, კეთილსაიმედოა.

დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ანამნეზის (გაურეცხავი მწვანილისა და ხილის მიღება, სანიტარიულად არადამაკმაყოფილებელი გარემო), კლინიკური სურათის (ქავილი, გამონაყარი, ბრონქოპნევმონია), სისხლის ანალიზის (ეოზინოფილია), ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევის (ლარვების აღმოჩენა) საფუძველზე. მოგვიანებით განავალში ასკარიდის კვერცხების აღმოჩენა დიაგნოზს ადასტურებს.

ასკარიდოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ავადმყოფისა და მატარებლის გამოვლენასა და დეჰელმინთიზაციას, ნიადაგის, წყლის დაცვას ადამიანის განავლისა და ცხოველების გადაუმუშავებელი ნაკელისგან, სურსათის (ხორცის, თევზის, ხილისა და მწვანილის) თერმულ დამუშავებას, გადამტანი მწერების, მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვას.