განცხადება

გაცნობებთ, რომ ქ.თბილისის მუხიანის, კრწანისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში ადამიანთა ჯგუფები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით მოსახლეობას გარკვეული თანხის საფასურად სთავაზობს სხვადასხვა სახის სადეზინფექციო მომსახურებას. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ცენტრი არანაირ კავშირში არ არის აღნიშნულ ჯგუფებთან.

საჭიროების შემთხვევაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ მოსახლეობისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თავად გააკეთებს განცხადებას.

იმ შემთხვევაში  თუ მსგავსი პირები მოგმართავენ, გთხოვთ, მოსთხოვოთ ოფიციალური დოკუმენტი და გვაცნობოთ მათ შესახებ.

 ცხელი ხაზი 15-05