ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის ექსპერტთა მისიის ვიზიტი საქართველოში 29.06.2015

2015 წლის ოცდაცხრა ივნისიდან სამ ივლისამდე საქართველოში იმყოფება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მისია ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისის დირექტორის ელიზაბეტ პაინოვიჩის, პროგრამების მენეჯერის - დოროტა ჯაროსინსკას და ექსპერტის - მიხეილ კრჟიჟანოვსკის შემადგენლობით.

მისიის მიზანია „გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP)“ შემუშავებისათვის ექსპერტული დახმარების გაწევა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გაზიარება და ყველა დარგის პოლიტიკის დოკუმენტში ევროპის ჯანმრთელობის პოლიტიკის „ჯანმრთელობა 2020“-ის მიზნების შესაბამისად ჯანმრთელობის საკითხების გათვალისწინება.

29 ივნისს ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის ექსპერტები.

ექსპერტთა მისიის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ორდღიანი ტრენინგი და შეხვედრები სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებში.

 

იხილეთ ფოტოალბომი