შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან 02.07.2015

2015 წლის ორ ივლისს საქართველოში მყოფმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისის მისიის ექსპერტებმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამართეს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და გარემოსა და ჯანმრთელობის ექსპერტებთან.

შეხვედრის მიზანი იყო „გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP)“ შემუშავებისათვის ექსპერტული დახმარების გაწევა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გაზიარება და ყველა დარგის პოლიტიკის დოკუმენტში ევროპის ჯანმრთელობის პოლიტიკის „ჯანმრთელობა 2020“-ის მიზნების შესაბამისად ჯანმრთელობის საკითხების გათვალისწინება.

 

იხილეთ ფოტოალბომი