კონფერენცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით 04.07.2015

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის პირველი ფაზა მოიცავს იმ 5000 პაციენტის მკურნალობას, რომელთა ღვიძლის მდგომარეობაც კრიტიკულია. გარდა ამისა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და მუშაობა დაავადების ელიმინაციის გრძელვადიან პროგრამაზე. ამასთან, ელიმინაციის პროგრამის ჩარჩოში დაწყებულიC ჰეპატიტის რეალური მკურალობის პროცესი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ დაავადების პროფილაქტიკის მიმართულებით.

იმუნოდეფიციტის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს პროგრამამ (UNAIDS) 2013 წელს დაუკვეთა კვლევა, რომლის მიზანიცაა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანაში მონაცემთა შეგროვება ნემსებისა და შპრიცების პროგრამებისა და ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის ხარჯთეფექტურობისა და ეკონომიკური გათვლების კუთხით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კვლევის მიგნებები და ელიმინაციის სხვადასხვა სტრატეგია რიგი ევროპული ქვეყნების ,მათ შორის, საქართველოს მაგალითზე.

კონფერენცია გახსნა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ დოქტორი ჟან-ელი მალკინი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“(GAHSC) პრეზიდენტი, NCDC ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე და აშშ–ს დაავედებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორი, ჯულიეტ მორგანი.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო „ალიანსის“ მოწვეული ექსპერტების, პროფესორების სტანისლავ პოლისა და იაზდან იაზდანპანას პრეზენტაციები თემებზე: „C ჰეპატიტის აღმოფხვრისაკენ -სტრატეგიების ოპტიმიზაცია“ და „ აივ-ის და C ჰეპატიტის ეპიდემიებზე ინტეგრირებული ინტერვენციების ხარჯთეფექტურობის კვლევა: საქართველოს მაგალითი“.

კონფერენციაზე მოხსენებების გარშემო დისკუსია გაიმართა სამინისტროს და NCDC-ის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის სამკურნალო ცენტრების, შპრიცებისა და ჩანაცვლების პროგრამების პროვაიდერების, პაციენტთა ჯგუფებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ: 

პროფესორი იაზდან იაზდანპანა M.D, Ph.D
BichatClaude-Bernard ჰოსპიტალის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, პარიზის სამედიცინო სკოლის ინფექციურ დაავადებათა პროფესორი, ინფექციურ დაავადებებში ხარჯთეფექტურობის გადაწყვეტილებების ანალიზის ATIP-AvenirInserm ჯგუფის უფროსი, პარიზის სამედიცინო სკოლა.

პროფესორი სტანისლას პოლ MD, PhD
პარიზის უნივერსიტეტის (ParisDescartes) ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის პროფესორი, პარიზის კოშენის ჰოსპიტალის ღვიძლის, სამედიცინო და ქირურგიული განყოფილებების გამგე, Cჰეპატიტის ვირუსის ინფექციის იმუნური პათოლოგიის შემსწავლელი Inserm UMS 20-ის თანათავმჯდომარე, ტრანსლაციური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე პასტერის ინსტიტუტში.

 

იხილეთ ფოტოალბომი