ტყის ხანძრები, რეკომენდაციები მოსახლეობას

ცხელ პერიოდებში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავი რეკომენდაციები:

ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით და გოგირდის დიოქსიდით და ორგანული მინარევებით.

ზემოქმედების  ტიპები         

დეტალები

მწვავე ეფექტები                

  • სერიოზული რესპირატორული გართულებები        
  • გარე დამწვრობები                                        
  • ფილტვის ფუნქციის გაუარესება (დისტრეს სინდრომი)         
  • ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების გამწვავება                                                                                                                                               
  • მწვავე რესპირატორული პრობლემები ბავშვებში
  • მწვავე კარდიოვასკულური შემთხვევები

ქრონიკული ეფექტები

  • ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების გახშირება
  • ახალი შემთხვევები
  • სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება

სხვა შესაძლებელი რისკები

  • ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები (ცუდი ხილვადობის გამო)
  • სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა სიკვდილობის რისკი, სასწრაფო საევაკუაციო სამუშაოებისას
  • ბარიერები რუტინული ჯანდაცვითი სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ   

 

მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებია:

  • პირები ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემებით (ასთმა და სხვა რესპირატორული დაავდებები, კარდიოვასკულური დაავადებები)
  • ხანდაზმული ადამიანები, ბავშვები და ორსული ქალები
  • მწეველები
  • მეხანძრეები

 

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში იმოქმედეთ ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით:

  • ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების ეპიზოდების დროს დარჩით შენობაში, განსაკუთრებით, კი  ბავშვები და ხანშიშესულები;
  • ეცადეთ ბინაში შეინარჩუნოთ შედარებით დაბალი ტემპერატურა, არ გააღოთ ფანჯრები;
  • კონდენციონერი იცავს ინდივიდს სიცხისა და დაბინძურებული ჰაერისაგან, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
    • თუ კონდიციონერს აქვს, როგორც „გარე“, ისე „რეცირკულაციის“ მოწყობილობა, ხანძრის შემთხვევაში ჩართეთ მხოლოდ რეცირკულაციის რეჯიმი;
    • შესაძლებლობისამებრ შეუცვალეთ კონდენციონერს ფილტრი და დაუყენეთ მაღალი ეფექტურობის ფილტრი;
    • ხანძრის შემთხვევაში გამორთეთ კონდიციონერის სუფთა ჰაერის სავენტილაციო სისტემა; 

სახელმწიფო და კომერციულ დაწესებულებებში არსებული სავენტილაციო სისტემები მექანიკურია და განსხვავებულ მიდგომასა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

  • უზრუნველყავით ჰაერის დამაბინძურებელი ყველა სხვა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ სიგარეტის გამონაბოლქვი, პროპანის გაზის ან შეშის ღუმელის გამოყენება, აეროზოლების მიმოფრქვევა, საკვების შეწვა
  • განსაკუთრებით მოწყვლადმა (რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პაციენტები) პირებმა  უნდა გამოიყენოს კორპუსკულარული რესპირატორი
  • გარეთ გასვლისას გამოიყენეთ სპეციალური ნიღაბი ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავად. ასეთი ნიღბების შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი უნდა ფილტრავდეს  ძალიან მცირე ნაწილაკებსაც კი, და გერმეტულად იცავდეს ცხვირისა და პირის ღრუს.
  • ადრე არსებული ქრონიკული რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირები დაბინძურებული ჰაერის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან და ესაჭიროებათ დაცვის სხვა მექანზმებიც და  სამედიცინო მომსახურეობისადმი ხელმისაწვდომობის მაღალი დონე 
  • დაბინძურებული ჰაერისადმი მოწყვლადმა პოპულაციამ უნდა მიაკითხოს ეფექტური ვენტილაციის მქონე გაგრილებულ ადგილებს.