ოთახში ტემპერატურის შემცირების გზები ცხელი ამინდის პირობებში

 

გაზომვები

კომენტარები

თერმომეტრის გამოყენება შიდა ტემპერატურის გასაზომად

გაზომეთ ოთახის ტემპერატურა 8:00-10:00 სთ დროის შუალედში, 13:00 საათზე და ღამე 22:00 საათის შემდეგ.  ოთახის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს 320C-ს დღის განმავლობაში და  320 C-ს ღამის განმავლობაში

ღამის ვენტილაციის გამოყენება

გააღეთ ყველა ფანჯარა ღამის განმავლობაში და დილით ადრე, რათა გამოიყენოთ, ღამის ჰაერი ოთახის გასაგრილებლად,

ყველა ფანჯრის დახურვა დღის ცხელ პერიოდში

შეინარჩუნეთ სიგრილე ოთახში

ფანჯრების დაჩრდილვა

იმ ოთახებში, სადაც დილის და შუადღის მზე უდგება, ფანჯრებზე ჩამოკიდეთ დამჩრდილავი საშუალებები

შიდა გათბობის შემცირება

გამორთეთ შუქი და ელექტრო-ხელსაწყოები ოთახში (გარდა მაცივრისა)

სველი პირსახოცების დაკიდება

დაკიდეთ ოთახში სველი პირსახოცები, რომელიც გაგრილებასთან ერთად ჰაერს დაატენიანებს

ელექტროენერგიის დაზოგვა

ეფექტურად გამოიყენეთ ელექტროენერგია, მაშინაც კი როდესაც კონდიციონერს იყენებთ გაგრილებისთვის. ეს აგაცილებთ თავიდან ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხეს ქვეყანაში

ტექნიკური ზომები

 

გარეთა დამჩრდილავების გამოყენება

ფანჯრებზე გარეთა დამჩრდილავების გამოყენება კარგ ეფექტს იძლევა (შიდა დამჩრდილავებთან ერთად) სიცხის ოთახში შეღწევის შემცირების თვალსაზრისით

ვენტილატორის გამოყენება

ვენტილატორის გამოყენებას აქვს გარკვეული ეფექტი, როდესაც ტემპერატურა 35°C-ზე ნაკლებია. თუ იგი აღემტება 35°C-ს, მაშინ  სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ აგვაცილებს თავიდან. ამასთან, ვენტილატორი უნდა იდგეს ოთახში ხალხისგან გარკვეული მანძილზე და არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული სხეულისკენ; ამავე დროს, აუცილებელია სითხეების მიღება

მობილური ამაორთქლებელი გამაგრილებლების გამოყენება

მისი ეფექტი იზრდება ტემპერატურასთან ერთად და მცირდება ჰაერის ტენიანობასთან ერთად

ტენიანობის შემცირება

ტენიანობის შემამცირებელი ეფექტურია მაღალი ტენიანობის შემთხვევაში და არა ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს.

ჰაერის ლოკალური კონდიცირება

კონდიციონერის გამოყენებას სასურველი ეფექტი აქვს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იგი ძალიან ეფექტური უნდა იყოს ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, და ყურადღება უნდა მიექცეს მისი გაწმენდის მდგომარეობას რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები