სამუშაო შეხვედრა

2015 წლის 9-10 ივლისს, სასტუმრო ,,ლოპოტაში"  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობით გაიმართება შეხვედრა თემაზე - საქართველოს ლაბორატორიული ინფორმაციის მართვის სისტემის (LIMS) დანერგვა. შეხვედრა ორგანიზებულია აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ და მასში ასევე მონაწილეობენ  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის და კერძო ლაბორატორიული ქსელის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილება ლაბორატორიული ინფორმაციის მართვის სისტემისადმი წაყენებული მოთხოვნები და შეფასდება ადგილობრივი და საერთაშორისო კონტრაქტორების მიერ შემოთავაზებული წინადადებები პროდუქტის საქართველოში დანერგვის თაობაზე.