უწყვეტი სამედიცინო განათლება 15.07.2015

2015 წლის 15 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე

უწყვეტი სამედიცინო განათლება

შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, აშშ–ს „ერთიანი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის“ (CBEP) ტრენინგების მენეჯერი, სამედიცინო საზოგადოების და სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

აღნიშნულ შეხვედრაზე აშშ–ს „ერთიანი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის“ (CBEP) ტრენინგების მენეჯერმა – დოქ. დენის მიშულინმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა British Medical Journal (BMJ) პლატფორმაზე დაფუძნებულ დისტანციური სწავლების საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამები კლინიკურ მედიცინაში.

დღევანდელი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ქვეყანაში უწყვეტი სამედიცინო განათლების საკითხი მეტ აქტუალურობას იძენს. BMJ–ს სასწავლო პროგრამებში ჩართვა იძლევა უნიკალურ საშუალებას საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ, მ.შ. კურსდამთავრებულმა, მაგისტრებმა და დოქტორანტებმა, შეიძინონ მეტი ცოდნა–გამოცდილება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის საკითხებზე, კლინიკური მედიცინის სასწავლო მეთოდების გამოყენებაზე, დისტანციური განათლების ხელმისაწვდომობაზე. 

„ერთიანი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის“ მიზანია საქართველოში შეიქმნას ისეთი დისტანციური სწავლების პლატფორმა, რომელიც მოიცავს გეგმაზომიერ და მიზანმიმართული შინაარსის პროგრამებს.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: დისტანციური განათლება – მოკლე აღწერილობა, სასწავლო პროგრამების შერჩევა და შესაბამისი კლინიკური მეთოდოლოგიების განხილვა, დაინტერესებული პირების, საბოლოო პროდუქტის მიმღების (ფიზიკური პირი, ორგანიზაცია) განსაზღვრა და დისტანციური სწავლების პილოტური პროექტის მოკლე მიმოხილვა.

გაიმართა დისკუსია. 

 

იხილეთ ფოტოალბომი