სამუშაო შეხვედრა 27.07.2015

2015 წლის 27 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა მისიის წევრების შეხვედრა ცენტრის გენერალურ დირექტორთან ბატონ ამირან გამყრელიძესთან და იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  ჯანმოს და იუნისეფის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები.

27 ივლისი - 05 აგვისტოს პერიოდში საქართველოში ხორციელდება იმუნიზაციის პროგრამის და გავის 2014 წლის განმავლობაში  განხორციელებული აქტივობების   (GAVI JA) შეფასება. 

შეფასებაში მონაწილეობენ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები:

იუნისეფის (ოია  ზერენ აფსარი, ერიკ ლორანი, ანდრეი ტულისოვი),

ჯანმო (ლიუდმილა მოსინა), 

გავი - ალიანსის (ეკატერინე რუკოვანოვა),

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ნინო ხეცურიანი),

საბინის ინსტიტუტის (ეკა პაატაშვილი);

 შეფასების   მიზანია იმუნიზაციის პროგრამის შემდეგი კომპონენტების შეფასება:

1.         დაგეგმარება,  მენეჯმენტი და ფინანსური მდგრადობა:

2.         მომსახურების მიწოდება, სტრატეგია ახალი ვაქცინების დანერგვა კომუნიკაცია და სოციალური მობილიზაცია:

3.         იმუნიზაციის ხარისხი და უსაფრთხოება, აცრის შემდგომ გართულებებზე ზედამხედველობა;

4.         იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებელი, მონიტორინგი;

5.         მართვადი ინფიქციების ეპიდზედამხედველობა და დაავადებათა კონტროლი

კვლევის პერიოდში შეფასების პერიოდში განხორციელდება ვიზიტები წინასწარ შერჩეული ქალაქების/მუნიციპალიტეტების  სჯ ცენტრებში  და პირველადი დონის დაწესებულებებში შერჩეული ინდიკატორების მიხედვით.

შეფასების   მიზანია იმუნიზაციის პროგრამის შემდეგი კომპონენტების შეფასება:

1.         დაგეგმარება,  მენეჯმენტი და ფინანსური მდგრადობა:

2.         მომსახურების მიწოდება, სტრატეგია ახალი ვაქცინების დანერგვა კომუნიკაცია და სოციალური მობილიზაცია:

3.         იმუნიზაციის ხარისხი, და უსაფრთხოება, აცრის შემდგომ გართულებებზე ზედამხედველობა;

4.         იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებელი, მონიტორინგი;

5.         მართვადი ინფიქციების ესიდზედამხედველობა და დაავადებათა კონტროლი პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ჰეპატიტი ბ.

შეფასება განხორციელდება ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, შუახევის, სიღნაღის თელავის,  ბაღდათის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში და პირველადი დონის დაწესებულებაში.  შეფასება ტარდება ასევე აფხაზეთში საერთაშორისო ექსპერტისა და იუნუსეფის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლის მონაწილეობით.

 

იხილეთ ფოტოალბომი