ინფექციური დაავადებების მე–7 საერთაშორისო ევრო–აზიური კონგრესი (EACID)

2015 წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქ. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება ინფექციური დაავადებების ევროპისა და აზიის მე–7 საერთაშორისო კონგრესი.

კონგრესის ძირითადი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კლინიკური მიკრობიოლოგიისა დაინფექციური დაავადებების სფეროში არსებული პრობლემებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

კონგრესის მთავარი ორგანიზატორია კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების შავი ზღვის საზოგადოება, ხოლო საქართველოს მხრიდან თანაორგანიზატორები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო – პრაქტიკული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

მიმდინარეობს თეზისების მიღება და მონაწილეთა რეგისტრაცია. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის და კონგრესის თემატიკისადა პროგრამის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ კონგრესის ვებგვერდს:  http://www.eacid.org.