სამძიმარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექცია და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აჭარის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ნოდარ სხილაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.

ნოდარ სხილაძე დაიბადა 1955 წლის 27 თებერვალს. 1991 წელს დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სან.ჰიგიენის ფაკულტეტი.

1991 წლიდან დაინიშნა ბათუმის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებობაზე იგი მუშაობდა 2010 წლამდე. 2010 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის აჭარის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ნოდარ სხილაძე გამოირჩეოდა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით  და დიდი პატივისცემით  სარგებლობდა თანამშრომლებს შორის.

მას დიდი წვლილი მიუძღვის აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განსაკუთრებით საშიში პათოგენების პრევენციასა და სალიკვიდაციო ღონისძიებებში.