ტრენინგი - ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორული მენეჯმენტის რეგიონალური ტრენინგ-რესურს ცენტრის დაარსება სამხრეთ კავკასიაში 17-28.08.2015

2015 წლის 17-28 აგვისტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორული მენეჯმენტის რეგიონალური ტრენინგ-რესურს ცენტრის დაარსება სამხრეთ კავკასიაში.

პირველი ტრენინგი „ ბიოუსაფრთხოება და ბიოდაცვა ბიოუსაფრთხოების ოფიცრებისათვის“ არის 10 დღიანი კურსი ბიოუსაფრთხოების და ლაბორატორიების სპეციალისტებისათვის საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ამჟამად კურსს ესწრება ლაბორატორიის 31 თანამშრომელი ამ ქვეყნებიდან.

სავარჯიშოებს ატარებენ საერთაშორისო ექსპერტები და დავადებათა კონტროლის ცენტრის მაღალკვალიფიციური ბიოუსაფრთხოების სპეცილისტები. მოწვეული ტრენერები:

რომან ვოლფენი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ბუნდერსვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის ბაქტერიოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გერმანია

ტატიანა ნოვოსილევა, მკვლევარი „Welcome Trust“ პროგრამის ბრედფორდის უნივერსიტეტი, გაერთიენაებული სამეფო.

იანუშ კოჩიკი, ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლონეთი.

ალექსანდრე მიხალსკი, ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი ვირუსოლოგი, პოლონეთი.