აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ულოცავს სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის ქართველ, სომეხსა და აზერბაიჯანელ კურსდამთავრებულებს 24.08.2015

2015 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა შეხვედრა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მიულოცეს სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) ეპიდემიოლოგებისა და ლაბორატორიის სპეციალისტების მეხუთე კოჰორტას სასწავლო კურსის დასრულება. სკ/სელსპ ეს არის პარტნიორობა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან /სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურებთან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 24 აგვისტოს პროგრამის კურსის დასრულების ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს 17 სპეციალისტი: ხუთი აზერბაიჯანელი, ოთხი სომეხი და რვა ქართველი სამივე ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან.

მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 ანალოგიური პროგრამის მსგავსად სკ/სელსპ სწავლებას უტარებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარული დარგის სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ მასპინძელ ქვეყანაში. სკ/სელრპ-ის მიზანია ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა, ადამიანის და ცხოველთა დაავადებების გამოვლენა, კონტროლი და პრევენცია. ცხოველთა დაავადებებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებენ ისეთი დაავადებები, რომლებიც ადამიანებზეც ვრცელდება ან გააჩნიათ საკვების უსაფრთხოებაზე ზემოქმედების პოტენციალი. სკ/სელრპ არის ორწლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თეორიულ სწავლებას - საკლასო ოთახში და პრაქტიკულ მუშაობას მენტორების ზედამხედველობის ქვეშ დაავადების ეპიდზედამხედველობის, აფეთქების გამოძიების, პრევენციისა და კონტროლის სფეროებში. აშშ დკც-ს ორი ექსპერტი, ეპიდემიოლოგი და ლაბორატორიის სპეციალისტი ასრულებენ რეზიდენტი მრჩევლების ფუნქციას და ხელმძღვანელობენ პროგრამას მასპინძელი ქვეყნის კოლეგებთან თანამშრომლობით. სკ/სელრპ გადადის მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელობის ქვეშ დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში.

 

იხილეთ ფოტოალბომი