საქართველოში ხორციელდება "გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება"

2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განრიგისა და საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების ჩარჩოკონვენციის თანახმად,ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს „გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP)“ შემუშავება. შესაბამისად, 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით განხორციელდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მისიის ვიზიტი, რომლის მიზანი იყო „გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP)“  შემუშავებისათვის ექსპერტული დახმარების გაწევა.

ჯანმო-ს ექსპერტთა მისიის წევრები იყვნენ: ქ-ნი ელიზაბეტ პაინოვიჩი (ჯანმო-ს ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის ოფისის დირექტორი, ბონი,გერმანია), ქ-ნი დოროტა ჯაროსინსკა (ჯანმო-ს ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისის პროგრამების მენეჯერი, ბონი გერმანია), ბ-ნი მიხეილ კრჟიჟანოვსკი (ჯანმო-ს ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისი, ექსპერტი, ბონი გერმანია).

ექსპერტთა მისიის ვიზიტისას  გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებთან. მათ შორის საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ბ-ნ დავით სერგეენკოსთან. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რერურსების დაცვის მინისტრთან ბ-ი გიგლა აგულაშვილთან. ქ-ნ ნინო(ნიკა) ყოჩიშვილთან, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ბ-ნ ლევან დავითაშვილთან და  ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორთან ბ-ნ ამირან გამყრელიძესთან.

NEHAP-ის ეროვნული სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის 2015 წლის 30.06-1.07. გაიმართა ორდღიანი ტრეინინგი, რომლის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და დახმარების გაწევა „გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP)“ შემუშავებისათვის, ჯანმო-ს რეკომენდაციების განხილვა გარემოსა და ჯანმრთელობის სფეროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისათვის, პარმის დეკლარაციის ვალდებულებების შესრულება, ევროპის ჯანმრთელობის პოლიტიკის „ჯანმრთელობა 2020“-ის მიდგომების შესაბამისად.

 

იხილეთ ფოტოალბომი