შეხვედრა ლუგარის ცენტრში 26.08.2015

2015 წლის 26 აგვისტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში გაიმართა EUROIMMUN-ის ფირმის ფლუორესცენტული მიკროსკოპის ლუგარის ცენტრისათვის გადმოცემის ღონისძიება. მიკროსკოპი შეიძინეს გერმანელმა კოლაბორანტებმა პროექტის ფარგლებში. ღონისძიებას დაესწრნენ გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მონიკა ლენჰარდი, სამხედრო ატაშე ბერნარდ ჰოპი, ბუნდესვერის ინსტიტუტის ბაქტერიოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დოქტორი რომან ვოლფელი და ვირუსოლოგიისა და რიკეტსიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი დოქტორი სილკე ვოლფელი. აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ვალერი კვარაცხელია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში ბატონი პაატა იმნაძე, ლუგარის ცენტრის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.