C ჰეპატიტის სამიტი გლაზგოში 02-04.09.2015

2015 წლის 2-4 სექტემბერს ქალაქ გლაზგოში ტარდება C ჰეპატიტის მსოფლიო სამიტი, რომელსაც მასპინძლობს შოტლანდიის მთავრობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსთან ერთად. სამიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარადგინა ჰეპატიტების ახალი გლობალური სტრატეგიის პროექტი 2016-2021 წლებისთვის. სტრატეგია შეეთავაზათ ქვეყნებს განხილვისთვის.ჯანმოს გენერალური ასამბლეა დაამტკიცებს მას მომავალი წლის მაისში.
პლენარულ სხდომაზე პირველი მოხსენებით წარსდგა დავით სერგეენკო, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ქვეყნისა, რომელმაც მსოფლიოში პირველმა დაიწყო С ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამა. მინისტრის გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან სხდომის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის მიერ საქართველო დასახელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამოდელო ქვეყნად. დავით სერგეენკომ დამსწრე სახელმწიფოების ჯანდაცვის ლიდერებს გააცნო თუ როგორ დაიწყო და მიმდინარეობს პროგრამა საქართველოში. 
სამიტზე განიხილეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰეპატიტების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ მიუწვდომელია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჰეპატიტებით ინფიცირებულია 400 000-ზე მეტი ადამიანი და ყოველწლიურად 1,4 მილიონი ადამიანი იღუპება ამ დაავადებით. 2013 წელს ჰეპატიტმა სიკვდილის მიზეზთა შორის მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. B ჰეპატიტის საწინაარმდეგო ვაქცინის შექმნამ და ვაქცინაციის პროცესის აქტიურმა განხორციელებამ, შესაძლებელი გახადა ამ ქრონიკული დაავადების მართვა და დაავადების განვითარების თავიდან აცილება. ეს უდიდესი ნაბიჯი იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისტორიაში. ახლა კი საჭიროა ანალოგიური ნაბიჯები გადაიდგას С ჰეპატიტის მართვის მიმართულებით. სამიტში მონაწილება ქვეყნებს მოუწოდეს დანერგონ С ჰეპატიტის მკურნალობის ეროვნული პროგრამა, რათა შესაძლებელი გახდეს ჰეპატიტის აღმოფხვრა მსოფლიოს მასშტაბით.

 

იხილეთ ფოტოალბომი