ინფორმაცია დაავადების ეპიდაფეთქების შესახებ - მოცირკულირე ვაქცინა-დერივატული პოლიოვირუსი უკრაინაში

მოცირკულირე  ვაქცინა-დერივატული პოლიოვირუსი* - უკრაინა

ინფორმაცია დაავადების ეპიდაფეთქების შესახებ

1 სექტემბერი, 2015 წელი

უკრაინაში დადასტურდა ვაქცინა-დერივატული პოლიოვირუსის 1-ლი ტიპით (cVDPV1) გამოწვეული 2 შემთხვევა.  დამბლის გამოვლენის თარიღებია -  2015 წლის 30 ივნისი  და 7 ივლისი. ორივე დაფიქსირდა ზაკარპატიის რეგიონში, სამხრეთ- დასავლეთ  უკრაინაში, რომელსიც ესაზღვრება რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს. დამბლის განვითარებისას ერთი ბავშვი იყო 4 წლის, ხოლო მეორე -10 თვის.

დღემდე, უკრაინა ვაქცინა-დერივატული პოლიომიელიტის აღმოცენების გარკევეული რისკის ქვეშ იმყოფებოდა, რაც უკავშირდება ვაქცინაციით  არაადექვატურ მოცვას. 2014 წელს განხორციელდა ბავშვთა მხოლოდ 50 %-ის სრულყოფილი იმუნიზაცია როგორც პოლიომიელიტის, ასევე სხვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებების წინააღმდეგ.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საპასუხო ქმედებები

ამჟამად მიმდინარეობს ჯანდაცვის ეროვნულ ორგანოებთან დისკუსიები ეპიდაფეთქების მართვის თემაზე. საპასუხო ქმედება მოიცავს ინტერნაციონალურ დონეზე შეთანხმებულ სტანდარტულ ღონისძიებებს, რომელიც მიღებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მიერ 2015 წლის მაისში. სტანდარტული ღონისძიებები გულისხმობს  პოლიომიელიტის ორალური ვაქცინით სამ ფართომასშტაბიან იმუნიზაციის კამპანიას, რომელიც განხორციელდება  ეპიდაფეთქების დადასტურებიდან 2 კვირის განმავლობაში;  სამიზნე მოსახლეობა - 5 წლამდე ასაკის ბავშვები, რაოდენობა -  2 მილიონი ბავშვი.

რისკის შეფასება ჯანმო-ს მიერ

ვაქცინა-დერივატული პოლიოვირუსის ცირკულაცია იშვიათი მოვლენაა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს მოსახლეობის არაადექვატურ იმუნიზაციას.   

ქვეყნის მასშტაბით არსებული ხარვეზები აცრებით მოცვაში  და არასრულყოფილი ეპიდზედამხედველობა წარმოადგენს აღნიშნული შტამით გამოწვეული დაავადების გავრცელების მაღალ რისკს, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს რუტინული ვაქცინაციით მაღალი მოცვის მაჩვენებლების აუცილებლობას. ჯანმო-ს შეფასებით დაავადების საერთაშორისო  გავრცელების რისკი მცირეა, თუმცა გასათვალისწინებელია მოსაზღვრე ქვეყნებიში (რუმინეთი უნგრეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი) ვირუსის გავრცელების რისკი.

ჯანმო ამახვილებს ყურადღებას სტანდარის შესაბამის საპასუხო ქმედებების სრულყოფილი იმპლემენტაციის აუცილებლობაზე. ჯანმო გააგრძელებს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებას და  საპასუხო ქმედებათა განხორციელების მონიტორინგს.

ჯანმო-ს რჩევა

მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანაში  მწვავე დუნე დამბლაზე ეპიდზედამხედველობის სისტემის გაძლიერება, განსაკუთრებით იქ, სადაც ხშირია მიმოსვლა და კონტაქტი პოლიოდაზარალებულ ქვეყნებთან, იმ მიზნით რომ უზრუნველყოფილ იქნას  იმპორტირებული ვირუსის სწრაფი გამოვლენა და საპასუხო რეაგირება.

ქვეყნებში, ტერიტორიებსა და რაიონებში მნიშნელოვანია გეგმიური ვაქცინაციით  მოცვის მაღალი დონის შენარჩუნება თითოეულ ადმინისტრაციულ დონეზე, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ახალი ვირუსის შემოტანა.

ჯანმო-ს რეკომენდაციით, ყველა მოგზაური პოლიოდაზარალებულ ქვეყანაში უნდა იყოს სრულად აცრილი. მოსახლეობა (და ვიზიტორები, რომლებიც რჩებიან 4 კვირაზე უფრო დიდი ხნით) ინფიცირებული არეალიდან უნდა იქნას აცრილი ორალური პოლიომიელიტის ვაქცინის (OPV) დამატებით დოზით ან პოლიომიელიტის ინაქტივირებული  ვაქცინით (IPV) 4 კვირიდან 12 თვის მოგზაურობის პერიოდში.

http://www.who.int/csr/don/01-september-2015-polio/en/

*მოცირკულირე ვაქცინა-დერივატული პოლიოვირუსი - ეს არის პოლიოვირუსი, რომელიც წარმოიქმნება საწყისი საბინის შტამის (პოლიომიელიტის ორალური ვაქცინის შტამი) მუტაციის შედეგად. ვაქცინა-დერივატული პოლიოვირუსების გენომში, სადაც კოდირებულია ცილა VP1, შეინიშნება ნუკლეოტიდური შემადგენლობის 1%-ით  ან მეტით სხვაობა  საბინის ვირუსის გენომთან შედარებით; უფრო მეტიც, ამ ვირუსებმა აღიდგინეს მშობლიური ველურის ვირუსების ზოგიერთი ნიშან-თვისება. ვაქცინა-დერივატული პოლიოვირუსები ჩნდებიან არასაკმარისი პოპულაციური იმუნიტეტის არსებობისას გეგმიურ იმუნიზაციაში დარღვევების და/ან დამატებითი იმუნიზაციის უხარისხოდ ჩატარებული ღონისძიებების გამო, შედეგად ვირუსები, რომელსაც შეიცავს პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა ადვილად იწყებენ ცირკულაციას. პოლიომიელიტის ვაქცინურ ვირუსისა და ვაქცინა-დერივატულ პოლიოვირუსის გენომებს შორის ცილა VP1 >1%-ზე სხვაობა არის მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინა-დერივატული პოლიოვირუსები ცირკულირებს სულ მცირე 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ისინი მოხვდნენ პოლიომიელიტის ორალურ ვაქცინასთან ერთად პირველ აცრილ ბავშვში.

2001 წლიდან დადგინდა, რომ პოლიომიელიტის აფერთქებების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი  იყო მოცირკულირე ვაქცინა-დერივატული პოლიოვირუსები.