პოლიომიელიტი - ძირითადი ფაქტები

ძირითადი ფაქტები 

  • პოლიომიელიტით ავადდებიან ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვები.   
  • 200 ინფიცირებულიდან ერთი შემთხვევა მთავრდება შეუქცევადი დამბლით. პარალიზური პოლიომიელიტის შემთხვევათა 5%-დან 10%- მდე მთავრდება ლეტალური გამოსავლით, რაც გამოწვეულია სასუნთქი კუნთების ფუნქციის მოშლით.
  • 1988 წლიდან 2013 წლამდე პოლიომიელიტის შემთხვევათა რაოდენობა შემცირდა 99%-ით,  350 000 სავარაუდო შემთხვევა - 416 შეტყობინებულ შემთხვევამდე. შემცირება არის  დაავადების ერადიკაციისკენ მიმართული გლობალური ძალისხმევის  შედეგი. 
  • 2014 წ.  მხოლოდ 3 ქვეყანა (ავღანეთი, ნიგერია და პაკისტანი) რჩება პოლიო-ენდემურ ქვეყნად, მაშინ როცა 1988 წელს პოლიო-ენდემური იყო 125 ქვეყანა.
  • პოლიომიელიტის ერთი შემთხვევაც კი, რისკის ქვეშ აყენებს ყველა ქვეყნის ბავშვების ჯანმრთელობას. ზემოხსენებულ სამ ქვეყანაში ერადიკაციის პოლიტიკის წარუმატებელი განხორციელების  შემთხვევაში 10 წლის განმავლობაში მივიღებთ   200 000 ახალ შემთხვევას მსოფლიო მასშტაბით. 
  • უმეტეს ქვეყნებში, გლობალური ძალისხმევის შედეგად დაინერგა/გაძლიერდა ეპიდზედამხედველობისა და იმუნიზაციის სისტემები და პოტენციალის გაზრდამ ხელი შეუწყო სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლას. 

პოლიომიელიტის სიმპტომები

პოლიომიელიტი მაღლი ინფექციურობის მქონე ვირუსული დაავადებაა, მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებით. ძირათად აზიანებს მცირე ასაკის ბავშვებს.  ადამიანიდან  ადამიანს ვირუსი გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით,  იშვიათად - დაბინძურებული წყლითა და საკვები პროდუქტებით და მრავლდება ნაწლავებში, საიდანაც ვირუსი იჭრება ნერვულ სისტემაში და შეუძლია გამოიწვიოს სწრაფად პროგრესირებადი  დამბლა.  პირველად სიმპტომებს მიეკუთვნება: ცხელება, დაღლილობა, თავის ტკივილი, ღებინება, კისრის კუნთების რიგიდობა და კიდურების ტკივილი. 200 ინფიცირებულიდან ერთი შემთხვევა მთავრდება შეუქცევადი დამბლით (უმეტესად ქვედა კიდურის). პარალიზური პოლიომიელიტის შემთხვევათა  5%-დან 10%-მდე ლეტალური გამოსავლით მთავრდება, რაც სასუნთქი კუნთების ფუნქციის მოშლითაა განპირობებული.

 

რისკის ქვეშ მყოფი პოპულაცია

პოლიომიელიტით ავადდებიან ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვები.  

 

 პრევენცია

პოლიომიელიტი არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია მისი პრევენცია. იმუნიზაცია იცავს ბავშვს მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაავადების განვითარებისგან.

 

გლობალური მიღწევები

1988 წლიდან 2013 წლამდე პოლიომიელიტის შემთხვევათა რაოდენობა შემცირდაა 99%-ით, 125 ენდემურ ქვეყანაში დაფიქსირებული 350 000 სავარაუდო შემთხვევათა რაოდენობა კი -  416   შემთხვევამდე.  აქედან  მხოლოდ 160 შემთხვევა დაფიქსირდა ენდემურ ქვეყნებში:

2014 წელს ენდემურ დარჩა 3 ქვეყანა (ავღანეთი, ნიგერია, პაკისტანი) - ყველაზე მცირე გეოგრაფიული არეალი ისტორიაში.

ველური პოლიოვირუსის 3 შტამიდან (1, 2, 3 ტიპი), მე-2 ტიპის ერადიკაცია განხორციელდა 1999 წელს; რაც შეეხება მე-3 ტიპის პოლიოვირუსს -  ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2012 წლის 12 ნოემბერს, ნიგერიში.

 

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs114/en/