საინფორმაციო ბიულეტენი მშობელთათვის (ხშირად დასმული შეკითხვები) - პოლიომიელიტი და ვაქცინა მისი პრევენციისთვის

პოლიომიელიტისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს. ექიმები რეკომენდაციას იძლევიან - ყველა ბავშვმა მიიღოს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა.

რატომ უნდა აიცრას ჩემი/თქვენი ბავშვი პოლიომიელიტის წინააღმდეგ?

ყველა ბავშვი აუცილებლად უნდა აიცრას პოლიომიელის წინააღმდეგ, რადგან ვაქცინა:

  • იცავს ბავშვს პოტენციურად სერიოზული დაავადებისგან -პოლიომიელიტისგან;
  • იცავს ბავშვს პოლიომიელიტის გართულებისგან - სამუდამო დამბლისგან;

არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო?

დიახ, არის უსაფრთხო და ეფექტური. ვაქცინას, ისევე როგორც სხვა მრავალ მედიკამენტს შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტი, თუმცა ამ მოვლენას ძალზედ იშვიათად აქვს ადგილი.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს ვაქცინაციას?

როგორც წესი გვერდითი მოვლენები  არ ახლავს პოლიომიელიტის ორალურ ვაქცინას. იშვიათად მსუბუქი გვერდითი მოვლები, როგორიცაა მაგალითად  დროებით სიწითლე და მტკივნეულობა ინექციის არეში შეიძლება ახლდეს პოლიომიელიტის ინაქტივირებულ ვაქცინას, რომელიც ჩხვლეტის სახით შეჰყავთ ორგანიზმში.

 რა არის პოლიომიელიტი?

პოლიომიელიტი პოლიოვირუსით გამოწვეული დაავადებაა. აღნიშნულ ინფექციას შეუძლია დამბლის გამოწვევა (უფრო ხშირად ქვედა კიდურების), ხოლო მძიმე ფორმა შესაძლოა დასრულდეს ლეტალობით.

როგორია პოლიოვირუსით გამოწვეული დაავადების სიმპტომატიკა?

ინფექცია უმეტესწილად ხასიათდება უსიმპტომო მიმდინარეობით.

შესაძლოა გამოვლინეს გრიპისმაგვარი სიმტომები; 2-5 დღის შემდეგ კი ბუნებრივად ალაგდეს.

იშვიათ შემთხვევაში, პოლიოვირუსით გამოწვეული ინფექცია მიმდინარეობს ძალიან სერიოზულად.  დაახლოვებით 200 ინფიცირებულიდან 1-ს შესაძლოა განუვითარდეს  ზედა ან ქვედა კიდურების ან ორივეს ერთდროული სისუსტე ან დამბლა. ეს სისუსტე ან დამბლა შემდგომ რჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე.

არის თუ არა ეს პრობლემატური?

სამუდამო დამბლა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბავშვობაში დაავადების გადატანისა და სრული გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც კი, 30 ან 40 წლის შემდეგ,  არსებობს დამბლის, კუნთების სისუსტისა და ტკივილის განვითარების რისკი.

ყოველი 100 პოლიომიელიტური დამბლის შემთხვევიდან 2-5 შემთხვევაში დგება სიკვდილი, სასუნთქი კუნთების დამბლის გამო.

როგორ ვრცელდება პოლიომიელიტი?

პოლიომიელიტი ძალიან კონტაგიოზურია, ის ვრცელდება ინფიცირებული ადამიანის  ფეკალიებთან  კონტაქტის შედეგად. ასევე ცემინებისა და ხველების დროს გამოყოფილი წვეთებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაინფიცირება ხორციელდება დაბინძურებული ხელების პირთან შეხების შემთხვევაში. გარდა ამისა, დაინფიცირება შესაძლებელია დაბინძურებული საგნის, მაგ. სათამაშოს პირში ჩადებით.

ინფიცირებული პირის მიერ ვირუსის გავრცელება იწყება მაშინვე და გრძელდება სიმპტომების განვითარებიდან 1-2 კვირის განმავლობაში. ვირუსი, ადამიანის ფეკალიებში ცხოველმყოფელობას ინარჩუნებს რამდენიმე კვირა.

ხელების ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში, არსებობოს საკვებისა და წყლის დაბინძურების საშიშროება.